U21. საქართველოს ნაკრები: რას გვპირდებოდნენ ლევან კობიაშვილი და გია გეგუჩაძე

AutoSharing Option
რატომ ვერ გაამართლა მოლოდინები გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აწუხებს.

არადა, გეგუჩაძე საკლუბო დონეზე, საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებში ყველაზე წარმატებულია.

12 მატჩია, რაც გეგუჩაძე უძღვება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს: 3 მოგება, 3 ფრე და 6 წაგებაა მის ანგარიშზე. იყო ამბიცია, რომ ევროპის 2019 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც იტალიასა და სან მარინოში გაიმართება, საქართველოს ნაკრები ითამაშებდა.

მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე 3 მატჩი ჩავატარეთ და ყველა თამაშში გავნადგურდით. ყველაზე სენსაციური მატჩი კი ბოლო იყო, ფარერების ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3:1 დაგვამარცხა.

-nakrebi/110422-u21-farerebi-saqarthvelo-31-vis-imedadaa-qarthuli-fekhburthi-video.html">- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

საინტერესოა სტატისტიკაც, საქართველოს ნაკრებმა 22-ჯერ დაარტყა კარში: 18 არაზუსტად, 1 ზუსტად და 3 დაბლოკეს. ფარერებმა 6-დან 3 ჯერ ზუსტად დაგვირტყა კარებში და 3 გოლი გაგვიტანა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვთ და შეიძლება ისინი ნაადრევად ვაქციეთ "ვარსკვლავებად": გიორგი არაბიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ხარაიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლუკა ზარანდია და ა.შ.

რას გვპირდებოდნენ და რა იგეგმებოდა, გადავხედოთ ქრონოგრაფიას:

2016 წლის 28 იანვარი
ლევან კობიაშვილი: "გია არის გამოცდილი მწვრთნელი სწორედაც ახალგაზრდებთან მუშაობაში. ჩვენ გვჯერა, რომ მისი საქმიანობა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იქნება წარმატებული და ის არაერთ ფეხბურთელს მოუმზადებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს...

გია გეგუჩაძის კონტრაქტი სამწლიანია. ამ ციკლში, მოგეხსენებათ, აღარ არის შანსი, მომდევნოში კი ყველანაირად ვეცდებით, ერთობლივი მუშაობით დავდოთ შედეგი...

კონტრაქტი გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე".

გია გეგუჩაძე: "ჩვენი მიზანია ყველა ასაკობრივი ნაკრების წინ წაწევა. გარდა ამისა, რასაკვირველია, უნდა იყოს შედეგი, რომელსაც გულშემატკივარი ელის.

ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის დიდი ნიჭი. მთავარია, სწორად მოვამზადოთ ფეხბურთელი. მაგრამ 16 წლისა რომ ნიჭიერია ფეხბურთელი, ორ წელიწადში რატომ წყვეტს ზრდას? ნიჭი ხომ არ ქრება?"

2016 წლის 22 მარტი
გია გეგუჩაძე: "ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და ამ მხრივ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის".

2016 წლის 12 ივნისი
გია გეგუჩაძე: "მაქვს ძალიან დიდი ოპტიმიზმი, რადგან ვხედავ დიდ ნიჭს. ახლა ამ ოპტიმიზმის საფუძველი ძალიან რთული ასახსნელია, მაგრამ მე მჯერა ჩვენი ფეხბურთის მომავლის. არის კიდევ ერთი: მწვრთნელი რომ მოდის, ის უმალ ვერ შეცვლის სიტუაციას. ყველაფერს თავისი დრო აქვს..."

2016 წლის 15 ოქტომბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენ არ გავურბივართ სირთულეებს და არც რთული ხასიათის ბიჭებს. რამდენ გუნდსაც ვწვრთნიდი, ყველგან მყავდა ასეთი რთული ხასიათის ფეხბურთელები. ფეხბურთელის შეფასებისას ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ნიჭი. ამასთან ერთად, ფეხბურთელი თავად უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანოს გუნდს და ქვეყანას...

რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, დიახ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პერსპექტივაში მასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ. მას მე ვაკვირდებოდი ბოლო მატჩებში და მომეწონა. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ახლა გაცილებით მეტს მოძრაობს".

2017 წლის 26 იანვარი
გია გეგუჩაძე: "საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო."

2017 წლის 4 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენს ასეთ თამაშს გამართლება არ აქვს. მეტოქემ აშკარად გვაჯობა და პირწმინდად წავაგეთ. პირველი გოლის შემდეგ თამაშს თავი დავანებეთ და შეტევები მხოლოდ მაშინ დავიწყეთ, როცა უკვე დიდი სხვაობით ვაგებდით (საქართველო-პოლონეთი 0:3).

2017 წლის 16 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: რა თქმა უნდა! ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მერწმუნეთ, დაკარგული არაფერია. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ პოლონეთის ნაკრების თაობაზე შედარებით მწირი ინფორმაცია გვქონდა. ზოგმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდებში, ზოგმა 20-წლამდელებში ჩაატარა ამხანაგური თამაშები... მაგალითად, ახლა ვაკვირდებით დანიას და სულაც არ მგონია, რომ რაიმეთი ნაკლები გუნდია პოლონეთზე, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, შევძლებთ წარმატებით თამაშს.

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო! ჩვენ გვჭირდება ძლიერი, მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები".
მკითხველის კომენტარები / 71 /
საყოველთაო შერცხვენა ქართული ფეხბურთის ახლანდელ მესვეურებს,სინდისი,ნამუსი,სირცხვილის გრძნობა,პასუხისმგებლობა არა გაქვთ?,თუ ...;მარტო ჭამა და მონელებაა..;
კობა
11 ოქტომბერი 2017 14:01
0
აქ მთავარი პრობლემა განა თამაშის არ ცოდნაა. ჩემი აზრით ფეხბურთისადმი არასწორ მიდგომაზეა საუბარი. მათ არ უნერგავენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას და სიყვარულს, თუნდაც ქვეყნის პატრიოტიზმს, მათ არ იციან რას ნიშნავს გუნდი და გუნდურად მუშაობა, რაც ჩვენსგან განსხვავებით პატარა 50ათასიან ფარელებს უმაღლეს დონეზე აქვთ გათვითცნობიერებული. ფეხბურთი არაა მხოლოდ ბურთის კარგად გორაობა, აი ეს ჩამოთვლილიც უნდა გაგაჩნდეს, რომ წარმატებას მიაღწიო და შეიძლება ამ დროს არც იყო კარგი ფეხბურთელი.
ტარიელა
11 ოქტომბერი 2017 13:57
0
ყველა სტადიონზე დაითესოს სიმინდი და მოსავალი მოხმარდეს ბავშვთა სახლებს.
იკა
11 ოქტომბერი 2017 13:20
0
როგორ მჯეროდა, როგორი იმედი მქონდა რომ გეგუჩაძე წარმატებული იქნებოდა U21-ის მწვრთნელად.. რა ხდება ვერ ამიხსნია.. ისევ მენტალიტეტი? გამოვიდნენ და ილაპარაკონ რა მოხდა.. სადაც ვართ კი ვხვდებით, მაგრამ რატომ ვარ მაქ, გვითხრას ვინმემ..
ქუთაისელი
11 ოქტომბერი 2017 14:03
1
ესაა ბოლო ლურსმანი ქართული ფეხბურთის კუბოზე ჩართეთ სამგლოვიარო მუსიკა! პანაშვიდი დაიწყო, დასაფლავების დღე არ გამოგვაპაროთ
სანდრო
11 ოქტომბერი 2017 13:27
0
ეს არის კატასტროფა და მარაზმი! ფარერებთან წავაგეთ, ხალხი ვარჯიშობს კვირაში ერთხელ მოყვარულების დონეზე. ფაქტია გეგუჩაძემ ვერ შეძლო გუნდის შეკვრა და თავი მოგვჭრა მსოფლიოს წინაშე. საინტერესოა ამჯერად რა ახსნა ექნება მწვრთნელს. ფაქტი ერთია, გეგუჩაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს და წავიდეს ნაკრებიდან თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ხიზანიშვილი არ დაგავიწყდეთ.
georgian
11 ოქტომბერი 2017 14:05
1
კობიაშვილი ერთი უნამუსო ბიჭია, რომელსაც ფეხებზე კიდია ყოველივე ქართული, ისევე როგორც მუჯირს, მისტერ 40 მილიონს და სხვა მათსავით ჭკუადამჯდარ ხალხს, რომლებსაც გონიათ რომ ვერ ვხედავთ მატ თავხედობას.
rezo
11 ოქტომბერი 2017 13:18
1
ალბათ ტოტალიზატორზე ითამაშეს დიდი კუში ქონდა ფარერების 1-ს
მესტიელი
11 ოქტომბერი 2017 16:01
1
1000000000000% ხარ, ოღონდ გეგუჩაძეს ქონდა ალბათ ყველაზე ყველაზე მეტი დადებული
gio
11 ოქტომბერი 2017 16:40
1
ძალიან გული მწყდება კობიზე. ის იმედები, რომელიც მისი პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ მქონდა, ნაწილობრივ მისი პარლამენტარად (რა აუცილებლობა იყო...)გახდომის შემდეგ შემეზღუდა, ხოლო ჩვენი პირველი ნაკრების შესარჩევზე უსუსური გამოსვლისა და ფაქტიურად სარეზერვო ნაკრების (21 წლამდელები), ასეთი ფიასკოს შემდეგ, სრულიად გამიქრა. გეგუჩაძეს კი ბევრმა ქებამ აწყინა ან სრულიად ჩამორჩა დღევანდელ მოთხოვნებს. ასე არ შეიძლება მეგობრებო, არა,... ისე კი ბატონო, პირადად ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ.
გოგი
11 ოქტომბერი 2017 15:52
3
ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის დიდი ნიჭი. მთავარია, სწორად მოვამზადოთ ფეხბურთელი. მაგრამ 16 წლისა რომ ნიჭიერია ფეხბურთელი, ორ წელიწადში რატომ წყვეტს ზრდას? ნიჭი ხომ არ ქრება?"სვავს კიტხვას და არ პასუხობსთუ თვითონ არ პასუხობს ვეცდები მე გავცე პასუხი, ნიჭი არ ქრებაამა ნიჭს უჩნდება მტერი და ეს მტერი არის ე.წ. ვაიმწვრთნელები, კონკრეტულად,როდესაც იყო 1995 წელს დაბადებულთა ასაკობრივი ნაკრები(რომელმაც ევროპის ნახევარფინალი ითამაშა გუნდსი უმცროსი ასაკის ფებურტელები დაამატეს იმარტ მსგიერ ვინც ასე იბრძოლა ესპანეთი, ინგლისი, უკრაინა ჩამოიტოვა, შემდეგ ევროპაზე საფრანგეთი და ეს გუნი სეეწირა ვირცის ამბიციებს და პირად დაინტერესებასმათი ადგილი დაიკავეს იგივე ზარანდიამ, ბერიძემ, თევზაძემ, ტაბიძემ ესენი წლოვანებით უმცროსები იყვნენ იმ1995 იანებზე მგონი გასაგებია რატომ შეცვალეს ეს გუნდი და ფეხბურზტელები, რადგან საქართველოში არის ერთი მანკიერი დამკვიდებული წესი ვინაიდან არასაფეხბურთო ქვეყნის იმიჯი გვაქვს ამიტომ თუ ნაკრებში არ ხარ გამოძახებული და ნათამაშები არც აგენტი მოკიდებს ხელს ასეთ ფეხბურტელს და არც ევროპული გუნდი დაინტერესდება ამიტომ ყველა ცდილობს მისი ფეხბურთელი მოხვდეს ნაკრებში შეიქმნას ბეგრაუნდი რათა მერე გასხვისდეს იმისდა მიუხედავად რამდენად სასარგებლოა ესა თუ ის ფეხბურტელი გუნდისათვის, მოკლედ იმ გუნდიდან ნიჭიერების არ გამოძახება შემდეგი წლოვანების ასაკობრივ ნაკრებშიიყო დანასაულ და ფაქტიც ჯიუტია ევროპზე გსასვლელად გუნდს ფრეც ყოფნიდა ისრაელთან და საერტოდ წააგო ასეთი რამ კლავს მათ ნიჭიერებას ნიჭიეახალგაზრდაში და ამაში დამნაშავე არის ფედერაცია რომელმაც ხელი არ შეუშალა მწვრთნელს მოკლედ გარდა იმისა რომ არ არის სწორიაღზრდისპირობები ამას ემატებაპირადი მერკანტილური მიდგომარადგან სესაძლო ტრანსფერის შემთხვევაში აუცილებლად სადმე ფიგურირებს ასეთი ვაი მწვრთნელების წილიც ზარალდება ზოგადად ქართული ფეხბურთი და გულსემატკივარი სკდება ნერვებზე რატომღც მვანებს გონიათ რადგან ფეხბურთი ითამაშეს ან სფფ-ში მუშაობენ ქართული ფეხბურთი მათი საკუთრებაა რაღაც საკარმიდამო ადგილმამული სადაც როგორც უნდათ და რაც უნდათ იმას გააკეთებენ.ამ ტემაზე ბევრის საუბარი შეიძლება თუმცა აზრი არა აქვს მგონია რომ ისევ ისე გაგრძელდებარადგან დღესაც ის ხალხი მუშაობს და აბარიათ ქარზთული ფეხბურთის ბედი ვინც 27 წლის განმავლობაში თავისი უცოდინარობით და პირადი ინტერესებით მოღვაწეობდა ფეხბურთშიპასუხი და სიმართლე ესაა და თუ გინდათ ნუ გამოაქვეყნებთ
სანდრო
11 ოქტომბერი 2017 13:55
0
გეთანხმები! მთლიანად ქართული საფეხბურთო სამყაროა დამყაყებული. მენტორის ტონდაყენებული უვიცი მწვრთნელები, გაბღენძილი ძველი ბიჭი ფეხბურთელები, ზურგზე ენაგადაკიდებული საფეხბურთო ჩინოვნიკები და ყველა ვინც თავიანთი კასტა თუ სექტა შექმნეს და სხვას არც ჩააყოფინებენ ცხვირს შიგნით. ამას დაუმატეთ მთავარი მაკონტროლებელი იარაღი რასაც ჟურნალისტი ქვია ნახეთ რა ფსკერზე ვართ, ამ ვაი ჟურნალისტებმა ხომ საკითხის სწორად დასმაც არ იციან.
ირაკლი
11 ოქტომბერი 2017 16:11
1
100 % სიართლეა, ეს ასაკობრივი ნაკრებები არის მხოლოდ ბეგრაუნდებისთვის, და კვოტები განაწილებული კლუბებს, ამიტომ არავის არ აინტერსებს არც მოგება და არც წაგება, ან რომელი მწვრთნელია პროფესიონალი, ალბათ ნემსაძე,საერთოდ თუ აქვს სამწვრთნელო გამოცდილება, ესხვეი ცუდები არიან თუ კარგები სადღაც უმუშავიათ მწვრთნელებადდ, რა მიგწევებით დანიშნეს რომელიმე იქნებ განგვიმარტოს ვინმემ, არა მწვრთნელი, არა ფეხბურთელი, არა პატრონი, სხვა რა იმედი უნდა გვქონდეს, რაც ფედერაციაში ხდება ეს არის მარაზმი
???
11 ოქტომბერი 2017 15:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული