U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.

დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი
მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
მკითხველის კომენტარები / 69 /
კობიაშვილო რომ ამბობდი არ მესმის თანამდებობა რატომ უნდა დავტოვოო იმიტომ უნდა დატოვო რომ 19 წლამდელთა ნაკრები ანდორას ვეღარ უგებს, იმიტომ რომ 21 წლამდელთა ნაკრები ფარერებთან ნადგურდება, იმიტომ რომ ეროვულმა ნაკრებმა ისე ჩაამთავრა მსოფლიოს შესარჩევი ერთი თამაშიც არ მოუგია, იმიტომ უნდა დატოვო რომ ევროთასების შესარჩევი ეტაპები დაწყებული არაა ყველა ქართული კლუბი უკვე გამოვარდნილია. რატომ უნდა იყო მაგ თანამდებობაზე ის უნდა გიკვირდეს თორემ რატომ უნდა დატოვო ის კიარა. მაგრამ არსად წამსვლელი შენ არ ხარ, ერთი რიგითი უთავმოყვარეო მედროვე ხარ რომელიც კალაძესთან ახლო ურთიერთობას იყენებ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად.
megre
11 ნოემბერი 2017 18:15
1
ერთი იმის ტვინში ჩამახედა, ვინც ამ სტატუსს დისლაიქი მისცა, თუ კობიაშვილის შინაურია მაშინ იმას უნდა ხვდებოდეს, რომ ამდენი ადამიანი არ შეიძლება ტყუოდეს და უთხრას რომ "ადე წადი გაგინებენ ბიჯო"-ო, მაგრამ ამათი ფიქრით რადგან გინება პირდაპირ არ მიუვათ, "მაგინონ მაგის დედაც ვატირე, აი დარდიი" ტიპები (ანუ უთავმოყვარეო ) არიან
ვასილიჩი
13 ნოემბერი 2017 15:29
0
Vaii chhvens patrons.farerebi andora raga darcha.aset cagebebzee mcvtnelebii unda daitxovoo da gaajmevinoo.aravis araferze moetxoveba pasuxiii dakidiat.agos kobim da misma sadzmom pasuxiii adree to gekitxa cagdebulebi kondat ena exla ki mojdnen da virtxebivit imalebian
ika2323ika
11 ნოემბერი 2017 18:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული