U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.

დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი
მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
მკითხველის კომენტარები / 69 /
bera-ს. ანდორასთან ვერმოგებას რომ ადამიანი მენეჯმენტს დააბრალებს, იმას არა მგონია საღი გონება ქონდეს. რა შუაშია აქ მენეჯმენტი (თანაბარ გუნდთან ჭიდილში, კი ბატონო), როცა ანდორის ნაკრებს ხვდები?. საერთოდ მწვრთნელის გარეშეც უნდა მოუგო, მაგრამ..... აი, ესეც თქვენი 19 წლამდელთა უპერსპექტივესი ნაკრები, ცაში რომ აიყვანეთ ერთი მოგებით!!! არაა მასე ძამია, არა!!!! ყველა დონეზე, როგორც ეროვნულმა, ისე ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ფიასკო განიცადოს და არც ერთი მწვრთნელი არ იცვლებოდეს!!! ეს უკვე აღარაფერში აღარ ჯდება. გრცხვენოდეთ ფეხბურთის მესვეურებო. თუმცა, როგორც ვატყომ სინდისის ძარღვი თქვენ დიდი ხანია აღარ გაქვთ. ეხ კობი, კობი... ჩემი ჯილა იყავი როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ....... მაგრად მწყინს...
gogi
13 ნოემბერი 2017 15:46
0
ირაკლი-ს,ბიძია ფეხბურთში კი არა რა სფეროში არაა ნახტომისებრი უკუსვლა
jamba
13 ნოემბერი 2017 09:38
0

სიახლეები პოპულარული