20:48 14-11-2017
U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]
AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის 30-ათასიან სტადიონზე დაახლოებით 200-მდე ქომაგი იქნებოდა ახალგაზრდული ნაკრების საგულშემატკივროდ მისული. ლიტვის ფანები დროშებით იყვნენ, ხოლო ქართულ დროშას სამწუხაროდ ტრიბუნებზე ვერ შეამჩნევდით.
პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა, მაგრამ შეტევების განვითარებას ვერ ახერხებდა.
მე-5 წუთზე ოთო კიტეიშვილმა სცადა ლიტვის კარების აღება, მაგრამ მეტოქის მეკარემ ადონისმა იყოჩაღა. 36-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ დაარტყა შორიდან და ამჯერადაც მეკარემ ივარგა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლასიცკასი აკაკი შულაიას ეუხეშა, მსაჯმა გააძევა და ლიტვის 21-წლამდელთა ნაკრები კაცნაკლული დარჩა. 55-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა, მატულევიჩმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საქართველო 1:0 დაწინაურდა.
ამ მომენტის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბურთს აკონტროლებდა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდა.
გიორგი არაბიძეს 75 წუთის განმავლობაში მოედანზე განსაკუთრებული არაფერი არ გაუკეთებია და ის რამდენიმე ჯარიმაც, რის შემდეგაც გოლს ველოდით, უხეიროდ შეასრულა. 76-ე წუთზე კი გია გეგუჩაძემ მის მაგივრად ბექა მიქელთაძე შეუშვა შეცვლაზე..
მატჩის მიწურულს შეცვლაზე ვატო არველაძე და ლადო მოხევიშვილი შევიდნენ, თამაშის გამწვავება ცოტათი კი შეძლეს, მაგრამ უშედეგოდ და საბოლოოდ მატჩი 1:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ლაზარე კუპატაძე, გრიგოლ ჩაბრაძე, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ოთო კიტეიშვილი, ლუკა ზარანდია, რომან ჭანტურია (ვატო არველაძე 80) , გიორგი ბერიძე (ლადო მოხევიშვილი 89), აკაკი შულაია, გიორგი არაბიძე (ბექა მიქელთაძე 76)
მკითხველის კომენტარები / 10 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
შენ და ფეხბურთი შორსა ხართ,რით მოიგეს?ბურთი გაუტანეს?თან კაცნაკლულებს.შენნაირი სპეციალისტები ზიან ფედერაციაში და ამიტომაც არის მაგრად საქმე.
0
0
თამაში არ მინახავს. რაც აქ გვარებია ჩამოთვლილი ,არც ერთი არაა ხელწამოსაკრავი ,ყველამ იცის თამაში და არც ერთი არ ჩამოუვარდება თანატოლებს ევროპაში ,ისევე როგორც 17-19 წლამდელთა ნაკრებებში მოთამაშე ბავშვები. აბა რა სჭირთ ,რატომ ვერ უგებენ თანატოლებს ევროპაში ? მიზეზი-დიაგნოზი არის დასადგენი. ხასიათი? მწვრთნელები? ფაქტია რომ ბავშვების ნიჭით არავისზე ნაკლები არ ვართ, აბა რა გვჭირს? დიდებში რომ გადადიან მერე ხომ საერთოდ მაჩანჩალები ვართ მსოფლიო მასშტაბით. რატომ? მითხრას პასუხი კობიაშვილმა, ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა ,თუ ამაზე პასუხი არ აქვს , მაშინ რატომაა პრეზიდენტი ? ვინც ეს საქმე იცის ის უნდა იყოს პრეზიდენტი !
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული