18-წლამდელების უხვგოლიანი ფრე

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ბელარუსთან და ამჯერადაც ფრედ ითამაშა. თუმცა პირველი შეხვედრისგან (0:0) განსხვავებით, დღევანდელი მატჩი უხვგოლიანი გამოდგა - 4:4.

გიორგი მიქაძის შეგირდებიდან გოლებით ბექა ხარშილაძე (მე-8 წუთი), ზურიკო დავითაშვილი (35), რევაზ ინჯგია (59) და ცოტნე კაპანაძე (81) გამოირჩნენ.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ბულისკერია, ჯინჯოლავა, ხარშილაძე, გაბიტაშვილი, ხვედელიძე, ფაცაცია, დარცმელია, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი, ივანიაძე

შეცვლაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, ბუიღლიშვილი, ხარაბაძე, ბერიაშვილი, ინჯგია, შეყილაძე, ტოკლიკიშვილი, კაპანაძე, გაბელაია

GFF.GE


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ბიწებო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული