თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი თურქეთის გამარჯვებით დასრულდა

AutoSharing Option
თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდე ნაკრებებს შორის თურქეთის გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები კი 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ტურის მატჩები "ბენდელას" სტადიონზე ჩატარდა. ლიტვამ 1:0 დაამარცხა ბელარუსი და 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ბელარუსი კი 0 ქულით მეოთხეზე დარჩა.

გადამწყვეტ მატჩში თურქეთმა საქართველოსთან 5:0 მოიგო და 9 ქულით ლიდერობა არავის დაუთმო, ხოლო გიორგი ჩიტაურის გუნდი, რომელმაც იქამდე ლიტვას (6:0) და ბელარუსს (2:1) სძლია, ვერცხლს დასჯერდა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
Vuyure tamashs aseti fexburtit shors verwavalt gansakutrebit minda avxnishno centraluri mcvelebis .... saertot gagebasi ararian fexburtis ....
Imereli
23:41 09-12-2017
0
დასამარდა პეხბურტი
vazha
13:46 09-12-2017
1

სიახლეები პოპულარული