ვინც ღირსია, იმან უნდა ითამაშოს, შანსს ყველას მივცემ - ინტერვიუ გიორგი მიქაძესთან

AutoSharing Option
გიორგი მიქაძე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ის უახლოეს წარსულში მარტვილის "მერანს" ედგა სათავეში და გუნდს წარმატებულად ათამაშებდა.

მიქაძე მომავალი სეზონიდან 19-წლამდელთა ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. საინტერესოა, რა ხდება ახალგაზრდულ ნაკრებში და ზოგადად, ბავშვთა ფეხბურთში.

Sportall.ge გიორგი მიქაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- 18-წლამდელთა ნაკრებმა 4 და 6 დეკემბერს ბელორუსში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრები რომ შეაფასოთ და რამდენად ოპტიმალური იყო შემადგენლობა?

- ძალიან კარგ გუნდს ვეთამაშეთ, ძალიან კარგი ნაკრებია ბელორუსი ამ ასაკში. ერთ-ერთ ნიჭიერ თაობად ითვლება ეს ასაკი უშუალოდ ბელორუსში
და ორი დღის შეკრებილი გუნდისთვის ნორმალურად გამოვიყურებოდით.

ვიდეოები არ ვიცი, ნახეთ თუ არა, მაგრამ ობიექტური ვიქნები და ვაჯობეთ. პატარა ხარვეზები იყო, თუმცა უკეთესის იმედი მაქვს და გამოსწორებაზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ.

შემადგენლობა, შეიძლება ითქვას, იმ მომენტისთვის ოპტიმალური იყო.

ერთ წელიწადში გვაქვს ოფიციალური ტურნირი და მომავალში რა იქნება, არ ვიცით.

ვცდილობთ, რომ ყველა ფეხბურთელს მივცეთ შანსი და ყველა მოთამაშეს ახლოდან დავაკვირდეთ. ეს იყო მეორე სერია გამოძახებების, ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავდა გამოძახებული და ყველას საქმეში ვცდით.

ნელ-ნელა მუშაობაში ის შემადგენლობაც ჩამოყალიბდება, რომელიც სამომავლოდ პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე და საქმეს შეუდგება.

- თქვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან გაქვთ შეხება. რომ გვითხრათ, როგორი თაობა ეზრდება ქართულ ფეხბურთს?

- შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართული ფეხბურთი დაიღუპა... ძალიან ღრმად მჯერა ამ თაობის და დამიჯერეთ, რომ ობიექტური ვარ.

ძალიან დიდი ხანი ბავშვთა ფეხბურთში ვიმუშავე, ასევე, ასაკობრივ ნაკრებებში და ძალიან კარგად ვიცი ყველა დეტალი.

გვჭირდება კოორდინირებული მუშაობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს", რომელიც ძალიან გვეხმარება და გვამარაგებს ფეხბურთელებით; ასევე, "საბურთალოს" და თბილისის "ლოკომოტივს".

კარგი იქნებოდა, თუ სხვა კლუბებიც ჩაერთვებოდნენ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში. ეს არის ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი.  ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, კარგი მომავალი თაობა გვყავს.

- გიორგი არაბიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები იჩაგრებიან და ბევრი უსამართლობა ხდება. თქვენ რას იტყოდით?

- არ ვიცი, რა იგულისხმა გიორგიმ, ის ძალიან ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია. ღმერთმა დამიფაროს, მე რომელიმე ფეხბურთელი დავჩაგრო.

- ხშირად ხდება, როდესაც 1 წლით პატარა ფეხბურთელები მიჰყავთ ნაკრებში და რეალურად მოქმედი ასაკის ფეხბურთელები იჩაგრებიან...

- ნაკრები ისეთი რაღაცაა, რომ გამორჩეულებმა უნდა ითამაშონ. რა მნიშვნელობა იქნება, პატარა იქნება თუ რა ასაკის. ნაკრებია, ჩვენ უკან ჩვენი ქვეყანა დგას და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ნიჭიერი ფეხბურთელები სჭირდება ნაკრებს, განვითარება და გვერდში დგომა. ეგ არის მეტი მოტივი, სხვა არაფერი. ნაკრები კლუბი არ არის, 25 ფეხბურთელი რომ გყავდეს.

ის ცოცხალი ორგანიზმია. დღეს შეიძლება ერთი შემადგენლობა გვყავდეს, ხვალ მეორე და ზეგ მესამე.

მე ყველა ფეხბურთელი ვიცი და პირობას ვიძლევი, რომ შანსს ყველას მივცემ. ვინც ღირსია, ის მოდის ნაკრებში, ვინც იმ მომენტში ამისთვის მზად არის.

- ბოლოს მარტვილის "მერანზეც" გკითხავთ. რატომ დატოვეთ კლუბი?

- არც მისვლას ვნანობ და არც წამოსვლას... დიდი გამოცდილება მივიღე და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვერც შანსს მისცემ და ვერც ათამაშებ და ტყუილად ნუ ლაპარაკობ, მად დინამოს და საბურთალოს დირექტორებმა დაგვსვევს და როგორც დაგსვეს ისე გადმოგსვავენ, არც ფული აკლია და არც დიდება ნემსაძეს მაგრამ ის ვერ არჩევს ფეხბურთEლებს დამსახურებით, ტყუილი ლაპარაკია, ისევ ისე გაგრძელდბა სუსტ გუნდებს მოუგებთ, ან ფრეს ითამაშებთ, ძლიერ გუნდებთან რა თქმა უნდა წააგებთ, მთავარია :სასტავში " გეყოლება ის ბიჭEბი ვისაც გინდათ რონ სივში ჩაეწეროს ეროვნულიბნაკრები
???
24 დეკემბერი 2017 14:40
1
ადმინისტრაცია რატომ ბლოკავტ დაწერილს
gigi
22 დეკემბერი 2017 13:56
1
დაწერდა კაცი რაღაცას მაგრამ იყოს.ღმერთის ხსენება რომ გიყვართ ამ მწვრთნელებს,მართლა სამართლიანად მოიქეცით და ფარისევლობას შეეშვით.ძაან კარგად ვიცით რომ ვიღაცეების დაძახილზე მიგყავს ბიჭები მანდ
skid row 11
21 დეკემბერი 2017 14:36
2
არავის აღარ ჯერავს ამ მწვრთნელების.ძალიან ბევრმა ვინც ღირსი იყო ვერ ითამაშა ვერც ყიფიანთან ვერც ნემსაზესთან და ვერც მაისურაზესთან. პირადი ინტერესები და ფედერაციიდან ზეწოლაა ყველაფრის თავი,მაგრამ თუ კაცი წესიერი ხარ და უწესობას გაიძულებენ-ან უნდა თქვა და ხმა ამოიღო,ან წახვიდე იმწუთასვე.აბა სასტავს როცა სხვა გკარნახობს-იქ დამთავრებული ყველაფერი.ვნახოთ ეს ადამიანი როგორ იმუშავებს,მაინც ყველაფერი ნათელი გახდება თბილისში არაფერი დაიმალება
Jambuli
21 დეკემბერი 2017 13:35
3
აბა რა გითხრა. თუ ღირსეულებს დააწინაურებ და ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ათამაშებ ჩვენთვისაც კარგი იქნება და შენთვისაც. თუ პურმარილზე, ორკაპიკზე ან სხვა რამეზე მოღორდები, ეგ ჩვენთვისაც ცუდი იქნება და შენც ვერ აშენდები ვერც მაგ ფულით და ვერც ეგეთი ნაცნობებით. ჯობია დღეს მოიკლო და ხვალ იხეირო შედეგით.
haha
21 დეკემბერი 2017 11:44
1
მართალია შანსს ყველას მიცემს, მაგრამ ის მაინც არითამაშებს ვინც ღირსია, და ამშანსის მოცემასაც გამართლება არაქვს,
Biibi
20 დეკემბერი 2017 15:20
5

სიახლეები პოპულარული