საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგთან 2 ამხანაგურს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეიდან მორიგ შეკრებას იწყებს.

ზვიად ჯელაძე გუნდს სასტუმრო "მოხალისეში" შეკრებს და ერთი კვირის განმავლობაში ავარჯიშებს. 11 თებერვალს კი ნაკრები ლუქემბურგში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს მასპინძელთა 16-წლამდელთა გუნდთან.

მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 25 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც შეარჩევს ლუქსემბურგში წასაყვანთა ვინაობას.

მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);
მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ნიკოლოზ არველაძე (დინამო კიევი, უკრაინა), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), ანდრია
დევდარიანი (საბურთალო), ლუკა ხორავა (დინამო თბ);
ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე (საბურთალო), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ბაკურ ჯინჯოლავა (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა უთმელიძე (საბურთალო), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), მურთაზ სანებლიძე (დინამო თბ), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია);
თავდამსხმელები: ავთო თოხაძე (ტორპედო), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).

ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩები 13 და 15 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული