U21. საქართველოს ნაკრები უელსს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში უელსს დაუზავდა - 2:2.

მატჩის პირველი ათი წუთი გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ,
თუმცა მალევე გიორგი კოხრეიძემ მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა და ბექა მიქელთაძემ შორეული დარტმით "უიგანის" მეკარის ოვენ ევანსის კარი დალაშქრა.

30-ე წუთზე "ბრისტოლ სიტის" შემტევის იოსეფ მორელის ჩაწოდება ანდრო გიორგაძეს ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც მორელმა ზუსტად შეასრულა.

შემდეგ "სუონსის" ნახევარმცველის დანიელ ჯეიმსის დარტყმული გიორგი ჩოჩიშვილმა მოიგერია, თუმცა "კარდიფ სიტის" ფორვარდმა მარკ ჰარისმა დამატებაზე ანგარიში 1:2 გახადა. აღსანიშნავია
ისიც, რომ დანიელ ჯეიმსს ერთხელ კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ამჯერადაც ჩოჩიშვილმა აჯობა. 

ტაიმის მიწურულს გოლის გატანის შანსი ლევან მაჭარაშვილსაც ჰქონდა, რომლის ძლიერი დარტყმული მცირედით ასცდა კარს.

მეორე ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა, რამდენჯერმე მიქელთაძემ შეძლო თამაშის გამწვავება,
თუმცა საბოლოოდ შედეგიანი დასასრული არ ჰქონია. 65-ე წუთზე ვატო არველაძეს ჰქონდა რეალური საგოლე მომენტი ,
თუმცა ვერ შეძლო გამოყენება.

86-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა ირაკლი ბუღრიძეს კარგი პასი გაუკეთა, სიან ჰარისმა თამაშის წესები დაარრვია
და პენალტი აიკიდა. ეს "სუონსის" მცველისთვის მეორე ყვითელი გამოდგა და მოედნის დატოვება მოუწია. 

თერთმეტმეტრიანი ბექა მიქელთაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი ჩოჩიშვილი- დავით კობოური, ანდრო გიორგაძე (სანდრო ალთუნაშვილი), 
გაგი მარგველაშვილი (ანრი ჭიჭინაძე), ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე(აკაკი შულაია), ლევან მაჭარაშვილი (თორნიკე ძებნიაური), თამაზ ცეცხლაძე, გიორგი კოხრეიძე(გურამ გოშთელიანი), ბექა მიქელთაძე, ვატო არველაძე(ირაკლი ბუღრიძე).
მკითხველის კომენტარები / 7 /
არველაცეს რატომ იცახებენ? ერტ ადგილზე იდგე მტელი ტამასი
1
2 გოლი ლაზარეს Bრალი იყო არასწორად Mოიგერია წინ ა. Uნდა მოიგერიოს მეკარემ Bურტი
Lazares
23:30 03-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული