21:56 03-06-2018
U21. საქართველოს ნაკრები უელსს დაუზავდა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის პირველი ათი წუთი გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ,
თუმცა მალევე გიორგი კოხრეიძემ მეტოქის ნახევარზე ბურთი მოიპოვა და ბექა მიქელთაძემ შორეული დარტმით "უიგანის" მეკარის ოვენ ევანსის კარი დალაშქრა.
30-ე წუთზე "ბრისტოლ სიტის" შემტევის იოსეფ მორელის ჩაწოდება ანდრო გიორგაძეს ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც მორელმა ზუსტად შეასრულა.
შემდეგ "სუონსის" ნახევარმცველის დანიელ ჯეიმსის დარტყმული გიორგი ჩოჩიშვილმა მოიგერია, თუმცა "კარდიფ სიტის" ფორვარდმა მარკ ჰარისმა დამატებაზე ანგარიში 1:2 გახადა. აღსანიშნავია ისიც, რომ დანიელ ჯეიმსს ერთხელ კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ამჯერადაც ჩოჩიშვილმა აჯობა.
ტაიმის მიწურულს გოლის გატანის შანსი ლევან მაჭარაშვილსაც ჰქონდა, რომლის ძლიერი დარტყმული მცირედით ასცდა კარს.
მეორე ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა, რამდენჯერმე მიქელთაძემ შეძლო თამაშის გამწვავება,
თუმცა საბოლოოდ შედეგიანი დასასრული არ ჰქონია. 65-ე წუთზე ვატო არველაძეს ჰქონდა რეალური საგოლე მომენტი ,
თუმცა ვერ შეძლო გამოყენება.
86-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა ირაკლი ბუღრიძეს კარგი პასი გაუკეთა, სიან ჰარისმა თამაშის წესები დაარრვია
და პენალტი აიკიდა. ეს "სუონსის" მცველისთვის მეორე ყვითელი გამოდგა და მოედნის დატოვება მოუწია.
თერთმეტმეტრიანი ბექა მიქელთაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: გიორგი ჩოჩიშვილი- დავით კობოური, ანდრო გიორგაძე (სანდრო ალთუნაშვილი),
გაგი მარგველაშვილი (ანრი ჭიჭინაძე), ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე(აკაკი შულაია), ლევან მაჭარაშვილი (თორნიკე ძებნიაური), თამაზ ცეცხლაძე, გიორგი კოხრეიძე(გურამ გოშთელიანი), ბექა მიქელთაძე, ვატო არველაძე(ირაკლი ბუღრიძე).
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
უელსის კარში პენალტი 1000%-ანი იყო. ჩვენს კარში კი, საეჭვო. თუმცა შედეგი 2:2 თამაშის შესაბამისია...
3
0
პენალზე ბუღრიძეს პასი ალთუნაშვილმა გაუკეთა და ცოტა დაუკვირდით რას წერთ)))
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული