- თამაში დადებითად უნდა შეფასდეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ისე ვერ იყო დალაგებული, როგორც მეორე ტაიმში. მადლობა ჩვენს ფედერაციას, რომ ასეთ კარგ გუნდს შევხვდით.
ვარჯიშებზე მინდა ვთქვა, დიდი ხანია ასეთი კმაყოფილი არ ვყოფილვარ და ეს ყველაფერი მოედანზე ჩანდა.
უელსის ნაკრებს ცუდი გუნდი არ ეთქმის და შეხვედრა კარგი გამოვიდა. შედეგს ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომ მოგვეგო, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა.
შეცდომები იყო
კარგი კონტიგენტია, დამაკმაყოფილებელია და ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ ქვეყანა გაახარონ.
ამავდროულად ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაყვს, რომელიც სათვალავშია.
საბედნიეროდ არის ფეხბურთელები, რომლების გამოძახებაც შეგვიძლია.
- მეორე შეხვედრაში შემადგენლობაში იქნება ცვლილებები?
- დიახ, იქნება, იმ ფეხბურთელებს, რომელსაც ცოტა დრო მიეცათ, მათ უფრო მეტი დრო დაეთმობათ და ვისაც არ უთამაშია, იმათაც გამოვცდით.
- გიორგი არაბიძეზე გკითხავთ, რატომ ვერ მოხვდა განაცხადში?
- არაბიძე ჩვენი გუნდის უცვლელი წევრია და ლიდერია. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ არ თამაშობს და ისვენებს.
სასიხარულოა, რომ უფრო კარგ გუნდში გადადის და ცოტა გაეწელა ეს ამბავი. მეც ვნერვიულობ ამაზე, არაბიძე კარგა ხანია აღარ არის დუბლების ფეხბურთელი.
უკვე არის ის დრო, რომ არაბიძე დიდ ფეხბურთში ჩაერთოს. მას აქვს საამისო პოტენციალი. ჩვენ მივეცით იმის საშუალება, რომ მოსალაპარაკებლად წასულიყო.
არაბიძე ზოგადად ახლანდელ შეკრებაზე ჩვენთან ერთად იყო, უბრალოდ არ უვარჯიშია. ის მიდის თავისი საქმეების მოსაგვარებლად და ღმერთმა ხელი მოუმართოს.