16:52 24-10-2018
U17. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა მე-3 წუთზე გახსნეს. გატანილი გოლის ავტორი თორნიკე მორჩილაძე გახდა.
თუმცა 38-ე წუთზე ტომსენმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში სულაც დუბლი მიითვალა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
შეხვედრის 90-ე წუთზე აზაროვს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა კარს.
მატჩის დამატებულ დროში ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ხარშილაძემ მეტოქეს დარტყმული ბურთი აუღო. სამაგიეროდ, ვერ იყოჩაღეს მცველებმა და დამატებაზე ალექსანდ ლინდმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას რუსეთთან 27 ოქტომბერს, ჩვენი დროით 15:00 საათზე გამართავს.
მასპინძელი დანიისა და რუსეთის გარდა, ჩვენს ჯგუფში ესტონეთიც ასპარეზობს. ევროპის შესარჩევი ეტაპის ჯგუფებიდან ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი და სამი მესამეადგილოსანი გადის, რომელსაც ჯგუფის ლიდერებთან ყველაზე კარგი მაჩვენებელი ექნება.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:
ლუკა ხარშილაძე, საბა ხვადაგიანი, საბა ჭინჭარაული, ირაკლი აზაროვი, ლაშა კვარაცხელია, ნიკოლოზ ტალახაძე (კ), ცოტნე ბენდიანიშვილი, შალვა ოგბაიძე, დავით ზურაბიანი, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი ომარაშვილი
მთ. მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ნეტავ მართლა მეგრელები წყვეტდნენ პოლიტიკაში საქართველოს ბედს მაგრამ არა,გვარგადაკეთებული მეზობლები გვიწყვეტენ და თქვენ ეს მოგწონთ...
0
0
სად შეაგროვეთ ეს უთავმოყვარეო სირცხვილი.ხო ვამბობ გუნდი სადაც მინიმუმ 4ზე მეტი მეგრელი არ თამაშობს ძირითადში ის გუნდი არ ვარგა არაა!!!რამდენი ამტი მეგრელი გვყოლია,რამდენი უარყოფითი მოწონება აქვს ჩემს წინა კომენტარს
0
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული