U17. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში დანიასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ანგარიში შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა მე-3 წუთზე გახსნეს. გატანილი გოლის ავტორი თორნიკე მორჩილაძე გახდა.

თუმცა 38-ე წუთზე ტომსენმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში სულაც დუბლი მიითვალა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

შეხვედრის 90-ე წუთზე აზაროვს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა კარს.

მატჩის დამატებულ დროში ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა ხარშილაძემ მეტოქეს დარტყმული ბურთი აუღო. სამაგიეროდ, ვერ იყოჩაღეს მცველებმა და დამატებაზე ალექსანდ ლინდმა
გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას რუსეთთან 27 ოქტომბერს, ჩვენი დროით 15:00 საათზე გამართავს.

მასპინძელი დანიისა და რუსეთის გარდა, ჩვენს ჯგუფში ესტონეთიც ასპარეზობს. ევროპის შესარჩევი ეტაპის ჯგუფებიდან ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი და სამი მესამეადგილოსანი გადის, რომელსაც ჯგუფის ლიდერებთან ყველაზე კარგი მაჩვენებელი ექნება.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:

ლუკა ხარშილაძე, საბა ხვადაგიანი, საბა ჭინჭარაული, ირაკლი აზაროვი, ლაშა კვარაცხელია, ნიკოლოზ ტალახაძე (კ), ცოტნე ბენდიანიშვილი, შალვა ოგბაიძე, დავით ზურაბიანი, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი ომარაშვილი

მთ. მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხო ვამბობ და ათასჯერ მითქვამს,გუნდი სადაც მეგრელები არ თამაშობენ ან მათი რიცხვი არ აღემატება 4 კაცს ის გუნდი არ ვარგა....
ბაჩო
17:13 24-10-2018
48
თუ შეიძლება, აგვიხსენით, რას ნიშნავს "ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი და სამი მესამეადგილოსანი გადის, რომელსაც ჯგუფის ლიდერებთან ყველაზე კარგი მაჩვენებელი ექნება"?
გიორგი
17:02 24-10-2018
3

სიახლეები პოპულარული