U17. მინსკის ტურნირი. საქართველოს ნაკრები დღეს ისლანდიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეს, 20 იანვარს 21:25 საათზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ისლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდი „ბ“ ჯგუფში თამაშობს, სადაც მეტოქეებად ისლანდია, ისრაელი და მოლდოვა ეყოლება.

მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძის ნაცვლად, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო პროლიცენზიის კურსს გადის, მინსკში წასაყვანი შემადგენლობა ზურაბ ხიზანიშვილმა შეარჩია:

მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლუკა ხარატიშვილი (აკადემია);

მცველები: ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა), ზურაბ ლატარია (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბ), გიორგი გრიგალაშვილი (აკადემია), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია),
თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), ლუკა გაგნიძე (დინამო თბ), ივანე ფოცხვერია (მეტალურგი, ზაპოროჟიე, უკრაინა);

თავდამსხმელები: დავით ზურაბიანი (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).

ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 იანვარს ისრაელთან, ხოლო 24-ში მოლდოვასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული