საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა, სადაც 5 და 7 მარტს მასპინძელთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

გიორგი მიქაძემ ავსტრიაში წასვლამდე გუნდი თბილისში შეკრიბა, საბოლოოდ კი 20-კაციანი შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ავთო კაპანაძე (ჩიხურა);

მცველები: გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), ლუკა ხორავა (საბურთალო), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ნიკა კოკაია (გაგრა), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე
(მაგდებურგი, გერმანია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია);

თავდამსხმელები: გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), გურამ ხვედელიძე (ტორინო, იტალია), მიხეილ ქოჩაკიძე (დინამო თბ), ლუკა ტორონჯაძე (გაგრა).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული