საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გასვლაზე საფრანგეთს დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდი 0:2-ს აგებდა, ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა.
შეხვედრის შესახებ კომენტარი ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია ცეცაძემ გააკეთა, რომელიც სფფ-ს პრეს-სამსახურმა მოგვაწოდა.
"შედეგით ცხადია ძალიან უკმაყოფილო ვარ. თამაში წავაგეთ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო მეტოქე. წაგება და კმაყოფილება ერთად ჩემთვის მიუღებელია. კმაყოფილი ვარ მხოლოდ იმით, რომ ბიჭებმა მოინდომეს, იბრძოლეს, გული დადეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა თავიანთი ქვეყანა ესახელებინათ.
სამწუხაროდ, არ
გამოვიდა. რაც შეეხება მსაჯობას, ეს ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა შეაფასონ. მე მსაჯობაზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ", - ამბობს ცეცაძე.