ანგარიში მატჩის მე-9 წუთზე ისრაელმა გახსნა. შედეგიანი დარტყმით კაპლანი გამოირჩა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა პირველ ტაიმშივე შეძლო. 35-ე წუთზე გატანილი გოლი გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა დასწრებაზე ითამაშა კარგად და ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით გაიტანა.
ისრაელი - საქართველო 1:1
საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, იობაშვილი (74' უგრეხელიძე), აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი (57' ზოსიაშვილი), უბილავა
სათადარიგო შემადგენლობა: ასათიანი, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, ტატიშვილი, თუთაშვილი, ონიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური
გოლები: 1:0 კაპლანი (9), 1:1 მამაგეიშვილი (35)
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე "ბ" ჯგუფში ტაჯიკეთის, ისრაელისა და ისლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით