U17. საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე პირველი შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ისრაელის 17-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის მე-9 წუთზე ისრაელმა გახსნა. შედეგიანი დარტყმით კაპლანი გამოირჩა. ჩვენმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა პირველ ტაიმშივე შეძლო. 35-ე წუთზე გატანილი გოლი გიზო მამაგეიშვილის ანგარიშზეა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა დასწრებაზე ითამაშა კარგად და ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით გაიტანა.

ისრაელი - საქართველო 1:1
საქართველო: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, იობაშვილი (74' უგრეხელიძე), აბუაშვილი, გ.
მამაგეიშვილი (57' ზოსიაშვილი), უბილავა

სათადარიგო შემადგენლობა: ასათიანი, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, ტატიშვილი, თუთაშვილი, ონიანი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

გოლები: 1:0 კაპლანი (9), 1:1 მამაგეიშვილი (35)

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე "ბ" ჯგუფში ტაჯიკეთის, ისრაელისა და ისლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 იანვარს, ისლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული