აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:
"ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება
დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდელთა გუნდთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ჩვენს გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე."
საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.
სამწვრთნელო კარიერა:
2018-20 - საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები
2017 - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები
2015-16 - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
2014-15 - თბილისის "ლოკომოტივი"
2013-14 - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
2012-13 - "დინამო თბილისი ll"
2011-12 - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები.
2010 - საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით