U16. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთიც დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე მეორე მატჩი გამართა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მასპინძელ ალბანეთს დაუპირისპირდა და მეტოქე პენალტების სერიით, ანგარიშით - 4:3 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობიდან მე-7 წუთზე გატანილი გოლით დიმიტრი ღურწკაია გამოირჩა.

ალბანეთი - საქართველო 1:1 (პენ. 3:4)

​საქართველო: ბერუაშვილი, ბაგრატიონი (70' ლაბაძე), მოლაშვილი, ღურწკაია (61' ნ. დავრაშელიძე), ქართველიშვილი (70' ბართია), გეგიაძე (31' კალანდაძე), ბერია, ლაცაბიძე (61' ხუტიაშვილი), შიოლაშვილი (61' დვალიშვილი), ბერიანიძე (79' გ. დავრაშელიძე), ხაბურზანია (70' აღდგომელაშვილი)

​სათადარიგო შემადგენლობა:
მაქაცარია

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ხიზანიშვილი

​გოლები: 0:1 ღურწკაია (7), 1:1 ცერენი (90+5)

​საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების 2020 წლის განვითარების თასის დასკვნით შეხვედრას 1-ელ მარტს ლიეტუვის 16-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კალანდაძე ვინაა დაბმული დადის,საიდან მოიყვანეს ორ მეტრში პას ვერ აკეთებს
კულა გლდანელი
22:51 27-02-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული