ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა.
სერიოზული საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მაისურაძეს გუნდის გადახალისება მოუწია, 4-5-1 ტაქტიკა აირჩია და გამოკვეთილ თავდამსხმელად სპანდერაშვილი დააყენა. თამაში კი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მარჯვენა ფრთაზე გაჭრილმა ადელაიდემ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ ძელმა გვიხსნა - ამჯერად კამარას დარტყმის შემდეგ. საქართველოს ნაკრები ცენტრში ბურთს ვერ იჭერდა, არ იყო ფეხბურთელი, რომელიც თამაშს დაალაგებდა.
მე-15 წუთზე ტაბატაძემ ფლანგზე მიიღო ბურთი და როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდა, მოულოდნელად კარში
დაარტყა და ფრანგები ძელმა იხსნა. აქედან მოყოლებული თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ჩვენი მეტოქის შეტევები ჩაცხრა და სწორედ მაშინ გავუშვით ავტოგოლი - საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ბერიაშვილს მოხვდა, გუგეშაშვილის კარის ბადეში აღმოჩნდა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
სერიოზული საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მაისურაძეს გუნდის გადახალისება მოუწია, 4-5-1 ტაქტიკა აირჩია და გამოკვეთილ თავდამსხმელად სპანდერაშვილი დააყენა. თამაში კი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მარჯვენა ფრთაზე გაჭრილმა ადელაიდემ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ ძელმა გვიხსნა - ამჯერად კამარას დარტყმის შემდეგ. საქართველოს ნაკრები ცენტრში ბურთს ვერ იჭერდა, არ იყო ფეხბურთელი, რომელიც თამაშს დაალაგებდა.
მე-15 წუთზე ტაბატაძემ ფლანგზე მიიღო ბურთი და როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდა, მოულოდნელად კარში
მეორე ტაიმშიც საქართველოს ნაკრები ვერ უტევდა აქტიურად, მოწინააღმდეგეს კი თითქოს აწყობდა კიდეც ანგარიში და დიდად არც რისკავდა. თუმცა მომენტები მაინც ჰქონდათ, ჯერ შეცვალზე შესულ ედუარდს გოლის გატანა გუგეშაშვილმა არ დაანება, ხოლო კომპენსირებულ დროში გუგეშაშვილმა საჯარიმოში ბეუმო წააქცია და ედუარდმა მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი.
რეზიუმეს სახით მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან უჭირს და უშანსოდ დამარცხდა.
გორი."თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - საფრანგეთი 0:2
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (27, საკ. კარში), 0:2 ედუარდი (90+2, პენ)
საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი (ქაფიანიძე 76), ასათიანი, აზაროვი, ანდრონიკაშვილი, არდაზიშვილი (გულიაშვილი 62), სამურკასოვი, კუცია (კუხიანიძე 87), დარცმელია, ტაბატაძე, სპანდერაშვილი (ბუღრიძე 76)
საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კამარა, კუნდე, რეინე-ადელაიდე (დინაედიმბე 26), მაუსა (ბარდი 79), გენდუზი, კექლერე, ნორდინი (სომარი 72), დიაბი (ედუარდი 72), გუირი (ბეუმო 72)
ჩვენი ქართველი მწვრთნელები ბევრად ჩამორჩებიან ევროპელ მწვრთნელებს კვალიპიკაცით და რაც შეეხებათ ფეხბურთელებს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ბუნდესლიგა,ლალიგა პრემერლ ლიგა, ლიგა1 ასეთ კლუბებს წარმოადგენ ფიზიკურათ ტაქტიკურად ბევრად უკეთესად არიან მომზადებულები.
ვიდრე ჩვენები ბიჭებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს,მაგრამ სამწუხაროდ ერთი გუნდის კლასი იყოო სხვა მეორესი სხვა, მთელი გუნდი საქართველოს შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელებით იყოო დაკომპლექტებული და აშკარად ეტყობოდათ კიდეც შეუთამაშებლობა თუმცა 2-3 მოთამაშე გამოჩნდა ჩვენს ნაკრებში ვისაც შეუძლია კარგ დონეზე თამაში მომავალში.
რომელ ბიჭებს? ან რა მიმართვაა... ბიჭები? კაცები არიან და ყურები აქვთ. ნუ ეხლა ფეხბურთის გაგებაში, თუ არ არიან, ზატო როგორ ძუნძულებენ, ნახეთ? სხვაგან, სხვა ნაკრებში, გინახავთ ესეთი ძუნძული? ათი ბალუ ძუნძულებდა მინდორზე და ერთი პანტერა...
პენალტზეც ვიტყვი, ჯერ მეკარე გადახტა და იმან მერე დაარტყა. დაელოდე ჯერ დაარტყას და სკუპი მერე ქენი რაღაა...