U21. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა.

სერიოზული საკადრო პრობლემების გამო საქართველოს ნაკრების მწვრთნელს მაისურაძეს გუნდის გადახალისება მოუწია, 4-5-1 ტაქტიკა აირჩია და გამოკვეთილ თავდამსხმელად სპანდერაშვილი დააყენა. თამაში კი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მარჯვენა ფრთაზე გაჭრილმა ადელაიდემ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში ისევ ძელმა გვიხსნა - ამჯერად კამარას დარტყმის შემდეგ. საქართველოს ნაკრები ცენტრში ბურთს ვერ იჭერდა, არ იყო ფეხბურთელი, რომელიც თამაშს დაალაგებდა.

მე-15 წუთზე ტაბატაძემ ფლანგზე მიიღო ბურთი და როდესაც ყველა ჩაწოდებას ელოდა, მოულოდნელად კარში
დაარტყა და ფრანგები ძელმა იხსნა. აქედან მოყოლებული თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ჩვენი მეტოქის შეტევები ჩაცხრა და სწორედ მაშინ გავუშვით ავტოგოლი - საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ბერიაშვილს მოხვდა, გუგეშაშვილის კარის ბადეში აღმოჩნდა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

მეორე ტაიმშიც საქართველოს ნაკრები ვერ უტევდა აქტიურად, მოწინააღმდეგეს კი თითქოს აწყობდა კიდეც ანგარიში და დიდად არც რისკავდა. თუმცა მომენტები მაინც ჰქონდათ, ჯერ შეცვალზე შესულ ედუარდს გოლის გატანა გუგეშაშვილმა არ დაანება, ხოლო კომპენსირებულ დროში გუგეშაშვილმა საჯარიმოში ბეუმო წააქცია და ედუარდმა მეორედ დალაშქრა ჩვენი გუნდის კარი.

რეზიუმეს სახით მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან უჭირს და უშანსოდ დამარცხდა.

გორი."თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - საფრანგეთი 0:2
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (27, საკ. კარში), 0:2 ედუარდი (90+2, პენ)

საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი (ქაფიანიძე 76), ასათიანი, აზაროვი, ანდრონიკაშვილი, არდაზიშვილი (გულიაშვილი 62), სამურკასოვი, კუცია (კუხიანიძე 87), დარცმელია, ტაბატაძე, სპანდერაშვილი (ბუღრიძე 76)

საფრანგეთი: ლაფონტი, დაგბა, კამარა, კუნდე, რეინე-ადელაიდე (დინაედიმბე 26), მაუსა (ბარდი 79), გენდუზი, კექლერე, ნორდინი (სომარი 72), დიაბი (ედუარდი 72), გუირი (ბეუმო 72)

მკითხველის კომენტარები / 21 /
არც ისე მაგრები ყოფილან ფრანგები და მასპინძლები რო არ მიხმარებოდენ სტუმრებს სანიჩიო თამაში იყო
შოკირებული გულშემატკივარი
04 სექტემბერი 2020 23:25
1
სანამ არ მოიშლიან ბურთის უაზროთ ტარებას,10 მეტრს გაათრევენ წინ და უცებ შემოტრიალდებიან და თავის მეკარეს აძლევენ პასს,სათამაშო დისციპლინის არქონა,ვარჯიშზე ტრავმები,ნუ ამასაც ხომ უნდა ნიჭი,ვერასდროს ოპტიმალური შემადგენლობა და დავდივართ ამ ერთ წრეზე,რა წარმატებაზეა საუბარი?რასაც თამაშობენ ის შედეგი კია და რას უნდა ველოდოთ მე არ ვიცი...
თაზო
05 სექტემბერი 2020 00:01
1
წავაგეთ ჩვენზე ძლიერ მეტოქესთან,მაგრამ ეს მაინც ჩვენი წაგება იყო და არა მათი გამარჯვება.ორივე გოლი ჩვენ ვაჩუქეთ,მარტივი შეცდომების გამო,მიუხედავად ამისა,ამხელა დანაკლისის შემდეგ,მაინც საყვედურს ვერ ვეტყვი ბიჭებს.
სოსო
04 სექტემბერი 2020 23:31
6
ჩვენ ბიჭებსო?
რომელ ბიჭებს? ან რა მიმართვაა... ბიჭები? კაცები არიან და ყურები აქვთ. ნუ ეხლა ფეხბურთის გაგებაში, თუ არ არიან, ზატო როგორ ძუნძულებენ, ნახეთ? სხვაგან, სხვა ნაკრებში, გინახავთ ესეთი ძუნძული? ათი ბალუ ძუნძულებდა მინდორზე და ერთი პანტერა...
პენალტზეც ვიტყვი, ჯერ მეკარე გადახტა და იმან მერე დაარტყა. დაელოდე ჯერ დაარტყას და სკუპი მერე ქენი რაღაა...
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
05 სექტემბერი 2020 00:11
12
ჩვენი ბიჭები ნიჭით და ტექნიკით არანაირად არ ჩამოუვარდებიან არც ფრანგებს და არც სხვა ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელებს,მაგრამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში გამოჩნდა რომ ჩვენი ნაკრები თამაშობს იმ ფეხბურთს რასაც თამაშობდნენ 80იან წლებში.
ჩვენი ქართველი მწვრთნელები ბევრად ჩამორჩებიან ევროპელ მწვრთნელებს კვალიპიკაცით და რაც შეეხებათ ფეხბურთელებს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ბუნდესლიგა,ლალიგა პრემერლ ლიგა, ლიგა1 ასეთ კლუბებს წარმოადგენ ფიზიკურათ ტაქტიკურად ბევრად უკეთესად არიან მომზადებულები.
ვიდრე ჩვენები ბიჭებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს,მაგრამ სამწუხაროდ ერთი გუნდის კლასი იყოო სხვა მეორესი სხვა, მთელი გუნდი საქართველოს შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელებით იყოო დაკომპლექტებული და აშკარად ეტყობოდათ კიდეც შეუთამაშებლობა თუმცა 2-3 მოთამაშე გამოჩნდა ჩვენს ნაკრებში ვისაც შეუძლია კარგ დონეზე თამაში მომავალში.
ზაზა
05 სექტემბერი 2020 01:00
0
ძალიან მაინტერესებს ამ საღამოს სად ნახეთ,რო ჩვენები ფეხბურთს თამაშობდნენ:) ვერ დარბიან ვერც კაცს ატყუებენ ვერც ბურთს აწოდებენ და აქ წერთ ფეხბურთი ვეთამაშეთ ფრანგებსო:)
გოგა
05 სექტემბერი 2020 00:24
2
მალადეც ბიჭებს !!!:D / ისე რა გინდა ?? რა ქნან ?! ეთამაშებოდნენ მთელი აფრიკის ნაკრებს, რამოდენიმე ფრანგი ყავდათ წამატებული, აფრიკა კიდე უდიდესი კონტინენტია, ადამიანური რესურსიც მეტი აქვთ, შეუძლიათ მოიყვანონ ერთ ადგილზე 5-6 ფეხბურთელი!! ჩვენ კიდე ცოტანი ვართ და კონკურენციაც დაბალია, თან ჩვენებს სულ ტკივათ, ყველას სერიოზული პრობლემა აქვს სიჩქარესთან! არ აქვთ სისწრაფე! სიმკვირცხლე! ანუ სისხლი უდუხსო რომ იტყვიან, ესეთი რაღაცები არ აქვთ ამ ბიჭებს და რა ქნან? რაც არის ეს არის! შევეგუოთ , უკეთესი მომავლის იმედათ!
Vasili
05 სექტემბერი 2020 01:28
10
mozgachi xar ra :)))))
suares
05 სექტემბერი 2020 10:59
0
ეგრე გინდათ. როდის მიხვდებით, რომ ფეხბურთელები არ ყავს საქართველოს და მუზიკანტებით კიდე ვერავის ვერ მოუგებ.
გენა
04 სექტემბერი 2020 23:00
18
სად გინახიათ რომელ ქვეყანაში ერთი ტრენერი ყავდეს სამ ასაკობრივ გუნდს????
მოაშორეთ ეს ფეხბურთის ფედერაციისს პრეზიდენტია თუ მაჟორიტარი რომ ვერ გაუგია კობიაშვილს!!!!!!!!!!!
გულშემატკივარი
05 სექტემბერი 2020 12:28
0
სამარცხვინო გუნდი და სამარცხვინო თამაში.ფეხბურთი აღარ უნდა ფინანსირდებოდეს ბიუჯეტის ხარჯზე.თუ მაინცდამაინც, დააფინანსონ კობიაშვილმა და მუჯირმა საკუთარი(მოპარული) ჯიბიდან!
888
05 სექტემბერი 2020 13:19
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული