U21. საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან ვერას გახდა - 0:3 [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ჯგუფის ლიდერ შვეიცარიასთან 0:3 დამარცხდა.

26-ე წუთამდე თანაბარი თამაში მიდიოდა, ვიდრე ნდოიემ საჯარიმოში ბურთი მიიღო, ორმა მეურვემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ანგარიში გაიხსნა. მერე სტუმრებს შესვენებამდე ორი მომენტი ჰქონდათ - ჯერ მეკარე სანიკიძემ ზექირს არ დაანება გატანა, ხოლო შემდეგ ქართველი გოლკიპერი გამოსვლაზე შეცდა და მეორედ გაუტანეს. თუმცა, გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაისურაძის შეგირდები უპირატესობას დაეუფლნენ. 51-ე წუთზე არველაძემ გულიაშვილი მეკარეს
პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან. სწრაფი კონტრშეტევისას კი ნდოიემ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზექირმა გამოიყენა. შემდეგ შესვლაზე შესულ პუშიჩს საქართველოს ნაკრების მცველებმა ხელი არ შეუშალეს და მან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

13 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანს უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - შვეიცარია 0:3
გოლები: 0:1 ნდოიე (26), 0:2 ზექირი (69, პენ), 0:3 პუშიჩი (81)

საქართველო: სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, სილაგაძე, ლაკვეხელიანი (კუხიანიძე 89), დარცმელია, მექვაბიშვილი (ანდრონიკაშვილი 65), სამურკასოვი (აზაროვი 89), არველაძე, გულიაშვილი

შვეიცარია: რაციოპი, ზესიგერი, დომჯონი, ტომა, გილემენო (პუშიჩი 66), ზექირი (ანტუნეში 89), ნდოიე (მამბიმბი 79), იმერი (იანკევიჩი 79), მუჰეიმი, რუეჯი, ბამერტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
ფიზიკური მომზადება ჭირდებათ თავისი აღდგენებით, შვეიცარიამ ამაში დაგვჯაბნა, გუნდი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა და ეს კარგია, ამ ასაკში უნდა მიექცეს ფეხბურთელების განვითარებას დიდი ყურადღება.საქართველოში ჩამოიყვანონ ფიზმომზადების მწვრთნელები თუ აქ არ არიან.0-3-ის წასაგები თამაში არ იყო ქონდა ნაკრებს კარგი შანსები რო გოლი გაეტანათ არ მოხდა ასე,ისეთი გოლები გაუშვეს იქედან მინიმუმ ორი არ იყო გასაშვები.მთავარია რო გუნდი ცდილობდა თამაშს და ზოგ მომენტებში შვეიცარიას ჯობდა კიდეც, ეს ფეხბურთია ხან გაგიმართლებს ხან არა. არ ვიძახი იმას რო აუცილებლად მოიგებდნენთქო რადგან შვეიცარია ძალიან ძლიერი ნაკრებია მაგრამ ფრის მიღწევა ნამდვილად შეიძლებოდა ცოტა რო გამართლებოდათ.მთავარი რო გააგრძელონ თავიანთ კლუბებში შრომა ფეხბურთელებმა და შედეგიც აუცილებლად მოვა.
ziko
10 ოქტომბერი 2020 20:17
1
ამ გუნდს თუ საერთოდ მწვრთნელი ჰყავდა ეგეც არ ჩანდა ამ თამაშსი ყველა თავისთვის თამაშობდა არანაირი დისციპლინა არანაირი სწორი თამაში უაზრო ბურთის თრევა მატაობა ჩვენს ნახევარზე და ფეხბურთელები რომლებიც მე 2-3 ლიგაში თამაშობენ ზოგი მე 5 ლიგაში გაუგებარია ეს შემადგენლობა რატომ დაყენა მაისურაძემ როცა იგივე უმაღლესი ლიგის გუნდებიდანაც შეიძლება 21 წლამდე ნაკრებში ფეხბურთელების მოყვანა დინამოდან ლოკოდან საბურთალოდან ბათუმიდან და ა.შ ეს მწვრთნელი გასაშვებია დღემდე ძალიან შორს არის ფეხბურთიდან.
გელა
10 ოქტომბერი 2020 12:48
1
ვატო საუკეთესო გამოჩნდა დანარჩენებთან შედარებით. არაფერი არ ეშველება არც ახალგაზრდულ და არც ასაკობრივ ნაკრებს , თუ ნეპოტიზმი არ მოიშალა. დააკვირდით, ციკლის დასაწყისში სანამ გასვლის შანს დაკარგავს, იძახებენ და ათაშებენ იმათ ვინც მეტ-ნაკლებად იმსახურებს. დაიკარგება თუ არა გასვლის შანსი, იწყება ჩემი და შენი გამოიძახე-დააყენე. ასეა ვასკაც, ტიპიური ქართველი მწვრთნელი, რომელსაც ჰყავს ნათესავები, ახლობლები, მეგობრები და კიდევ აქვს ვალდებულებები ვიღაც-ვიღაცეების წინაშე. ამას არაფერი ეშველება სანამ უცხოელი, ცივსისხლიანი ტრენერი არ ეყოლება ყველა ნაკრებს.
კახა
10 ოქტომბერი 2020 10:36
2
მე კი მგონია, ვერც უცხოელ ცივსისხლისნ მწვრთნელებს ვერ ვიტანთ, რაღაც გაურკვეველი გვჭირს ჯერ თვითონ ჩვენ, მერე ფეხბურთელებს და მწვრთნელებს.
გიზოგ
13 ოქტომბერი 2020 19:08
0
შეცვალოს უნდა ფეხბურთელები წინ სხვა ვინმე არ ყავს?
სოსო
10 ოქტომბერი 2020 09:48
0
სულ მუდამ ასეთი ფარჩაკია ახალგაზრდული ნაკრები და ასე უშანსოდ,მარტივად,უბრძოლველად აგებს.საერთოდ რისთვის არსებობს,ამაში უხდიან მწვრთნელს ხელფასს რო ასე უგულოდ,სამარცხვინოდ ითამაშოს და უშანსოდ წააგოს?ცეცაძის დროს მაგრად ბრძოლობდა ეს ნაკრები.მაისურაძემ კი ბრძოლის ჟინი გაუქრო თუ რა სჭირთ,საქართელოს სახელით თამაშობ,ასე მკიდიად როგორ უნდა დაიხარჯო,ეს მწვრთნელის საქმეა.
Master
10 ოქტომბერი 2020 08:15
2
რა კომენტარებს წერთ არ გრცხვენიათ? წააგეს კაი ვიღაცეები არ მოგწონთ კაი ჩაწყობით მოხვედრაზე საუბრობთ კაი მაგრამ როგორ გამოდიხართ და სათითაოდ იძახით გვარებს და ლანძღავთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს კლავიატურის ვირთხები ხართ, რომელი ბაზები აქვთ სავარჯიშოდ რომელი პირობები აქვთ რომ წარმატებას მიაღწიონ ბუცი იყიდონ თუ სახლში მშივრები არ მოკვდნენ მაგაზე აქვთ პრობლემა არ მოწონთ თურმე და ადარებენ აიაქსის სკოლაში გაზრდილ ფეხბურთელებს
Nika
10 ოქტომბერი 2020 04:07
6
მტავარია ვატო იყოს კარგად
aleko
10 ოქტომბერი 2020 01:49
2
ვინმემ გამაგებინეთ რატო არ იყო მეკარე მამარდაშვილი და არაბიძე ?? მამარდაზე არაფერს ვიტყვი ცხადია პირადულია რომ არ ათამაშეს და მერე მეორე არაბიძე სულ რომ განადგურებულ ფორმაში იყოს ერთი 3 კაცს მაინც აჯობებს დადგება და პასს მაინც გააკეთებს რა საშინელი კაცია ეს მაისურაძე ურცხვი კაცი ...
bejo
10 ოქტომბერი 2020 01:42
3
Mamardas mgoni diskvalifikacia aqvs
Bejos
10 ოქტომბერი 2020 04:01
0
თუ აზერბსიჯანთან არ შეიცვალა შემადგენლობა მაშინ უეჭველი დადასტურდება ახლობლობა და დავალება თუ ვინ ითამაშოს...
თენგო
10 ოქტომბერი 2020 00:56
2
მე-5 ლიგაში თამაშობს თურმე ვიღაც მექვაბიშვილი და ძირითადში იწყებს,უდღეური გამომეტყველების თავდასხმელი ვინ იყო იქნებ იცოდეთ? ან ფლანგზე მოთამაშე სილაგაძე?საერთოდ მწვრთნელი ნაისურაძე უკვე ჩაძირულა საშოვარ და შოვნაში,ცეცაძეს ვერ უბედავდნენ და მოიშორეს,
ლადო
10 ოქტომბერი 2020 00:53
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული