U21. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - მიქაუტაძე გამოძახებული არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ბელგიის "სერენის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის გამოძახებას სლოვაკეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის აპირებდნენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართული პასპორტი არა აქვს და ამ საკითხის მოგვარების იმედი გამოთქვა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის საიტზე გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მიქაუტაძის გვარი არ ფიგურირებს:

"საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის
სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა. სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენს გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 15 საათზე შედგება".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფედერაციას სად ცალია ფეხბურთისათვის, არჩევნები ჰქონდათ მოსაგები.
koko
02 ნოემბერი 2020 23:46
12
რომელი ხელით იფხანს ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია ?
ვერცერთი სხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ფეხბურთელის მოქალაქეობა რომ ვერაფრით ვერ მოაგვარა :(
ვახ
02 ნოემბერი 2020 23:39
10
ნათელაშვილის ჭორაობა და ტყუილია რასაც შენ წერ. ლუკას ჰუფნაგელი მე მოვაგვარე? ცისკარიძე მე მოვაგვარე? აქ მთავარია სურვილი იყოს ფეხბურთელის და ოჯახის,თორემ რა პრობლემაა პასპორტის მიცემა. გოგიამ და წიტეიშვილმა უარი თქვეს და ფედერაცია ვერ ჩაუდებს მოქალაქეობას და პასპორტს.იმის ნაცვლად რომ ერთმანეთს გვერდში ვედგეთ, სხვის ომში ბრძენები ვართ ქართველები, ამიტომაც ვართ ლუზერები და 30 წელია ერთ წრეზე ვბრუნავთ ციყვებივით,სამწუხაროდ.
:-)
03 ნოემბერი 2020 06:19
8
სად დაიწერა რომ უარი თქვა უცებ ლანძღვაზე რომ გადადიხართ,არჩევნების გარდა რამეზე ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება გინდა საფეხბურთო?
ბაჩი
03 ნოემბერი 2020 11:48
4
რატომ აზროვნებთ ორმაგი სტანდარტებით?! მართალი ხარ,არსად არ დაწერილა ის რომ მიქაუტაძემ ან მისმა ოჯახმა უარი თქვა საქართველოს ნაკრებზე,თუმცა არც ის დაწერილა და საერთოდ არ იცი პირადად შენ ფეხბურთის ფედერაცია,რამდენად ჩართულია და მონდომებული,რომ როგორმე გიორგი საქართველოში ჩამოიყვანოს. ვისაც როგორ გაწყობთ ისე აფასებთ ამ მოვლენას,მე დარწმუნებული ვარ რომ ფედერაცია ძალ-ღონეს არ იშურებს ამისათვის,ისევე როგორც იმაში რომ გიორგის და მის ოჯახს ძალიან სურთ ნაკრებში ითამაშოს.დაველოდოთ რა იქნება,ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
სამწუხაროდ
03 ნოემბერი 2020 15:34
1
არ უნდა ამ მიქაუტაძეს ეს თქვენი საქართველო და მოეშვით რა.
კაცი ფრანგია და სულ არ აინტერესებს ეს თქვენი არეულ დარეული ქვეყანა
g
03 ნოემბერი 2020 09:33
7
სამწუხაროა რომ ფაქტიურად არ გვყავს ფეხბურთელები რომლებიც უცხოეთში თამაშობენ ახალგაზრდები იმედია ევროპაზე გავალთ და მეტი ინტერესი იქნება ჩვენზე და წავლენ ბიჭები ნორმალურ ევროპულ კლუბებში და იქაც გაიზრდებიან...
п
02 ნოემბერი 2020 23:43
3
რამდენს უნდა ვეხვეწოთ, შეეშვით რა! მაგის ფრანგობა არ გაიშვას, კაცი რომელიც ისტორიულ ეროვნულ ნაკრებს უარს ეტყვის იმას უნდა დააანებოთ თავი, აზრი აღარ აქ მერე, ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი და პასუხი ვერ მოვისმინეთ ამ ბიჭისგან, ან მამა არ ყავს? ან დედა? ან ბაბუაა? ან ბებია? ისინიც გაფრანგდნეენ? / ვისაც გული იძგერს ქვეყნისთვის იმ ბიჭებს მივაქციოთ ყურადღება, ანანიძე , ინვალიდი კაცი, მარა კარგად მახსოვს მოსკოვში ქართულ დროშას როგორ აფრიალებდა, თან დედით რუსია, პატრიოტიზმი არ ისწავლება,/// (ჯიქია, გოგია, წიტაიშვილი, ვაჩიბერიძე რაც ამათზე იწერებოდა აქ , ხვეწნა მუდარა , გეგონება რომელიმე მყოლოდა მარადონაა, სად არიან დღეს ? ან რადინის ფეხბურთელები არუან ხო გამოჩნდაა
Vasili
03 ნოემბერი 2020 11:37
11
აღარავის არ უნდა ეს თქვენი მარაზმი საქართველო
გენა
03 ნოემბერი 2020 12:17
14
პასპორტი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გასცეს... პიროვნების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. სამწუხაროდ, მიქაუტაძეს ჯერ არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის.
tngh
03 ნოემბერი 2020 10:02
2
ამ ნაკრების მწვრთნელი ნაციონალია?გაუვსია უთამაშებელი ფეხბურთელებით..საერთოდ გუნდის განაცხადში არც კი ხვდებიან..საინტერესოა რატომ იძახებს ასეთებს?მაგრამ ეტყობა კლუბის ნაციონალი ხემძღვანელებთან ახლობობა განაპირობებს,
lordi
03 ნოემბერი 2020 00:34
33
ეს მწვრთნელი რა დამსახურებებისთვის დაინიშნა ასეთ პასუხსაგებ პოსტზე ვინმემ იცის და კიდე ამაზე მაგარი არავინ გვყავსო ეგ უკვე თქვეს
შოკირებული გულშემატკივარი
03 ნოემბერი 2020 09:14
8
ოცეულო სწორდით! სმენა! ვახო არის? შოტა? გელა?
აბა ნე და აბა ნო! ვიცი თამაშს არ დათმობთ და აბა ჰე ბიჭებო. იძგი ძიძგი მამალა, თქვენ იცით და მაგანა...
აი სულ ესაა მათი ტაქტიკა, ტექნიკა და სტრატეგია... ამათ მწვრთნელს კი, რატომღაც გენიოსას ეძახიან...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
03 ნოემბერი 2020 00:30
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული