საქართველი - ინგლისი - ინფორმაცია ბილეთების რეალიზაციის შესახებ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 16 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ინგლისის 21-წლამდე ნაკრები იქნება. საქართველო - ინგლისის მატჩის ბილეთების გაყიდვა 13 ნოემბერს, შაბათს 15:00 საათზე TKT.GE-ზე დაიწყება.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, საქართველო - ინგლისის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი
ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.

• ერთ მომხმარებელს შეუძლია მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა
• ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს

ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, გულშემატკივრებს მოვუწოდებთ მატჩის მასპინძელ სტადიონზე დროულად მობრძანდნენ.

• სტადიონის შესასვლელები გაიღება 15:00 საათიდან
• სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი
• შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი | პირადობის დამადასტურებელი მოწმობა | ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი | ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა
• სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
• სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი

საქართველოსა და ინგლისის 21 ნაკრებთა დაპირისპირება 16 ნოემბერს 18:00 ბათუმის აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა მოვიგოთ და წერტილი სხვა არაფერი განიხილება და მოვიგებთ კიდეც
გიორგი
14:29 14-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული