ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლების დამარცხების (3:2) შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა.
"გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ გრანდს ამარცხებ, გუნდს, რომელსაც ინგლისის პრემიერლიგის ბევრი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში - ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ეს გამარჯვება და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მსურს მადლობა ვუთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რაც მთელი 90 წუთი ასე იგრძნობოდა ტრიბუნებიდან.
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს საწყისი ეტაპია - ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. განვლილი
პერიოდიდან გამომდინარე, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები არ იქნება ის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად გამოვა. ჩვენც გვექნება ჩვენი მიზნები, ჩვენი ამბიცია და ჩვენც ვეცდებით ჩვენსას, დანარჩენი უკვე შემდგომ სალაპარაკოა", - ციტირებს სვანაძეს nakrebi.ge.
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს საწყისი ეტაპია - ამ თამაშით დასრულდა ევრო 2023-ისთვის მოსამზადებელი პროცესის პირველი წელი და კარგია, რომ გამარჯვებით დავასრულეთ. განვლილი