ბათუმში გამართულ ამხანაგურ მატჩში ინგლისელი თანატოლების დამარცხების (3:2) შემდეგ მოკლე კომენტარი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
"კარგი და დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ალბათ ასევე ინგლისელებისთვისაც. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო და გულშემატკივარს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო", - ციტირებს მამარდაშვილს nakrebi.ge.