ქართველი ახალგაზრდები პირველივე წუთზე დაწინაურდნენ. ამის შემდეგ მეტოქემ წინ გასვლა მოახერხა, თუმცა 61-ე და 77-ე წუთებზე წულუკიძემ, რომელიც "საბურთალოს" შემტევია, კიდევ ორი გოლი გაიტანა და მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
შემდეგ ტესტ-მატჩს ისევ ისრაელთან 13 თებერვალს ვითამაშებთ.
საქართველო: ხარატიშვილი, დუნდუა, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გოგოტიშვილი (იობაშვილი 46), გოგლიჩიძე ( უგრეხელიძე 46), გვიშიანი, გეგუჩაძე, გ. მამაგეიშვილი (ხაბულიანი 86), წულუკიძე, კვერნაძე