მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უზბეკ თანატოლებთან 0:3 დამარცხდა.
ტურნირზე გიორგი ჩიტაურის შეგირდები სამჯერ დამარცხდნენ და სამივეჯერ 0:3 - ისრაელთან, ბელარუსთან და დღეს უზბეკეთთან და მხოლოდ "მინსკს" სძლიეს 1:0.
საქართველოს ნაკრები, რომელიც ელიტ რაუნდისთვის ემზადება, 13 თებერვალს ტურნირზე ბოლო მატჩს ჩაატარებს, შემდეგ კი მონტენეგროში გაემგზავრება, სადაც მასპინძელ გუნდთან 15 და 17 თებერვალს 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
საქართველო: რ. კოპალიანი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, რობაქიძე (ციკოლია 41), ხაჩიძე (კარაევი 64), პარკაძე, ცეცხლაძე (პარკინაშვილი 56), ჩიხაძე (გოგიჩაიშვილი 41), მაღრაძე (ტაბატაძე 56), ალიბეგაშვილი, ლორთქიფანიძე