U17. საქართველოს ნაკრები მალტასთან ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მალტაზე, "ტა ქალის ცენტენარი სტედიუმზე" მასპინძელი ქვეყნის გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა მალტელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდან გოლი ნიკოლოზ ნინიძემ გაიტანა, რომელმაც გივი ხაჩიძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

განვლილი მატჩით 17-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდამდე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების სერია დასრულდა. გიორგი ჩიტაურის გუნდი საწვრთნელ პროცესს 12 მარტს განაახლებს. ელიტრაუნდის ჯგუფის მატჩებს 23, 26 და 29 მარტს შოტლანდია უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მალტაა თუ მანჩესტერი?
შენი კეთილის მსურველი
07:53 09-03-2022
0
მე მევრთნელს არ ვიცნობ და არც მის დამცველად გამოვდგები. მაგრამ, 17 წლის ქართველს, რომელსაც მისი ქვეყნის მაისური აცვია და სამშობლოს დესპანია საზღვრებს გარეთ, “სისხლის” ნაკლებობას განიცდის ის… - ამის შესახებ ჭიაბრიშვილმა ისაუბრა და სირცხვილი ბიჭებო თქვენ…
ირაკლი
23:48 08-03-2022
4

სიახლეები პოპულარული