საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველ ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე სომხეთი 3:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 87-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა და მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. სამივე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს - პარკაძემ, სიგუამ და კალანდაძემ.
ამ გუნდების მეორე შეხვედრა 8 ივნისს გაიმართება.
რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
საქართველო - სომხეთი 3:2
გოლები: 0:1 დავთიანი (21), 0:2 მარკოსიანი (45), 1:2 პარკაძე (87), 2:2 სიგუა (90+1), 3:2 კალანდაძე (90+2)
საქართველო: მაქაცარია, დათუაშვილი, გოგლიჩიძე (კალანდაძე 73), ტაბატაძე, ლაცაბიძე, გოგნაძე (მორჩილაძე 73), ბაგრატიონი (ბართია 39), წულუკიძე, ცხოვრებაშვილი (სიგუა 56), ხაბულიანი (გოცირიძე 46), იობაშვილი (პარკაძე 46)