საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა დღეს შვეიცარიის ტურნე მასპინძლებთან ნათამაშები ფრით დაასრულა. შეკრების ფარგლებში ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ჩვენმა ასაკობრივმა 2:1 მოიგო.
დღევანდელ მატჩში შვეიცარიელთაგან თავი, წინა შეხვედრის მსგავსად, ნანდო ტოგენბურგერმა გამოიჩინა, რომელმაც საჯარიმოში დასწრებაზე ითამაშა და მე-15 წუთზე მასპინძელთა დაწინაურება შეძლო.
პირველი ტაიმის მიწურულს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტნის - გაბრიელ სიგუას დარტყმული მეკარემ მოიგერია და შვეიცარიელების მიერ გატანილი გოლის თითქმის იდენტური დავით გოცირიძემ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდელთა ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

nakrebi.ge