25 ივნისს, პირველ ამხანაგურ მატჩში, 17-წლამდელებმა მეტოქეს 2:1 სძლიეს - შეხვედრა, მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო 66-ე წუთზე შეწყდა.
გიორგი ხიზანიშვილის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.
მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.
nakrebi.ge