U21. მოისწრაფიშვილის გოლი, საზონოვის დებიუტი და მარცხი პორტუგალიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის ქალაქ კუვილიაში ამხანაგურ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან 1:4 დამარცხდა.

რამაზ სვანაძის გუნდიდან გოლი თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა საბა საზონოვმა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 სექტემბერს სტამბულში თურქეთთან გამართავს.

კუვილია. "ხოსე სანტოს პინტო"
პორტუგალია - საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ბერნარდო (15), 2:0 სამუელ კოსტა (22), 2:1 მოისწრაფიშვილი (53), 3:1 არაუხო (62), 4:1 სოუსა (76)

საქართველო (სასტარტო): მეგრელიშვილი, კალანდაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, ხარაბაძე, შ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი

შეცვლაზე
შევიდნენ: გაგუა, კაპანაძე, ოსიყმაშვილი, გელაშვილი, კვერნაძე, ნ. ხორხელი

მკითხველის კომენტარები / 24 /
თუ მართლა ნაცნობობა/ ნეპოტიზმია ნაკრებში ისევ ჭაობში ვიქნებით მავანნო მეგობარნო! რაც კომენტარებიდან ისმის (ეტყობა ტყუილად არავინ არაფერს იგონებს) ნამდვილად სავალალოდაა საქმე და პირდაპირ აზრს უკარგავს ყველაფერზე მომავალ თაობას!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:59
3
ვუყურებ და გამკვირვებია თუ რამ გამოიწვია ჩვენების ამგვარი ... (უცენზურო სიტყვას შეგნებულად არ დავწერ)!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:52
0
დიდი კორუფვიაა ქართულ ფეხბურთში. ამაზე კარგი მეკარე მე ვიყავი ეზოს გუნდში:) მოთამეშეები ხომ სულ მდიდარი მშობლების შცილებია ალბათ, ფტუუ!
ირაკლი
24 სექტემბერი 2022 22:44
4
თუარ იცით გეტყვით ნახევარი ნაკრები ემატება გაისად პირველი გუნდიდან და მაგარი ნაკრები გვეყოლება
დათო
24 სექტემბერი 2022 22:43
9
სვანაძე ან მისი ნათესავთაგანნი მიწერს მემგონი დისლაიქს. შე კაი ოჯახისშვილო ერთი კითხვა მაქვს, ანგარიში მოგეწონა თუ მწარე სიმართლე მოგხვდა მიზანში?!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:41
1
უცებ მოგვითავეს სასურველი ანგარიშით თამაში, ასეთი უსუსურობა, ერთ დღეს ორივე ნაკრებმა წააგოს კატასტროფაა. ცოტა შეჯანჯღარება უნდა ბიჭებს! სტალინური კანონები ხომ არ უნდათ თუ რა ამბავია ამგვარი მოშვება? მთელი ღამე ხომ არ სვეს სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებივით, რომლებმაც პორტუგალიასთან წააგეს? ასეთი დებილიზმი კარგა ხანია არ მინახავს!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:36
4
19 და 21 წლამდელებმა წააგეს, ორივემ! რა უმსგავსობაა პირდაპირ ეს?! რა უბედურებაა ვინმე ახსნის ასეთ უსუსურობას თუ გაისად ამ გუნდით უნდა წარვდგეთ სახლში ევროპაზე?
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:32
5
ლიჩოშვილს ასაკით არ უწევს ამ ნაკრებში
სოსო-ს
24 სექტემბერი 2022 23:33
2
ამ გუნდს ემატება დავითაშვილი კვარა მამარდა ლოჩოშვილი მექვაბიშვილი
სოსო
24 სექტემბერი 2022 22:38
8
ყველა გამოხმაურება
სვანაძეს მამა ბიძა და ოჯახის წევრები ნაკრებში ყავს დასაქმებული,ნაკრები თავისი გონია ამ უტი..რს.საუკეთესო ბიჭები დატოვა პირადი ინტერესების გამო ბულისკირია დარცმელია შაფვაშიძე,,მთელი ოჯახი ნაკრებიდან იღებენ სოლიდურ შემოსავალს,რატომ ხდება ასე?
simartle
24 სექტემბერი 2022 22:31
1
არ ვიცი რა, ინგლისს 3:2 მოუგეს და მას შემდეგ ასეთი რეგრესი?!
რა უბედურებაა ეს. პორტუგალია კიარა, გაისად ევროპა გვაქვს ამის დედაც!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული