U21. მოისწრაფიშვილის გოლი, საზონოვის დებიუტი და მარცხი პორტუგალიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის ქალაქ კუვილიაში ამხანაგურ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან 1:4 დამარცხდა.

რამაზ სვანაძის გუნდიდან გოლი თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა საბა საზონოვმა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 სექტემბერს სტამბულში თურქეთთან გამართავს.

კუვილია. "ხოსე სანტოს პინტო"
პორტუგალია - საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ბერნარდო (15), 2:0 სამუელ კოსტა (22), 2:1 მოისწრაფიშვილი (53), 3:1 არაუხო (62), 4:1 სოუსა (76)

საქართველო (სასტარტო): მეგრელიშვილი, კალანდაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, ხარაბაძე, შ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი

შეცვლაზე
შევიდნენ: გაგუა, კაპანაძე, ოსიყმაშვილი, გელაშვილი, კვერნაძე, ნ. ხორხელი

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს მოურჩენელი სენი ნეპო, მეტ-ნაკლებად დაძლეულია ეროვნულში, სამაგიეროდ მის საკომპენსაციოდ U-21 ში ყვავის, მამიკოები აქტიურად რომ ერევიან კლუბის სქემებში ეგ ძველია, მაგრამ ნაკრებებშიც? მხნედ იყავით მწვრთნელებო, 90-იანები და "მხედრიონ-მდედრიონობა" აღარაა,
სეკო
25 სექტემბერი 2022 11:05
0
არ ვიცი რა, ინგლისს 3:2 მოუგეს და მას შემდეგ ასეთი რეგრესი?!
რა უბედურებაა ეს. პორტუგალია კიარა, გაისად ევროპა გვაქვს ამის დედაც!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:29
2
ვიცი, რომ გეწყინებათ, მაგრამ სიმართლეა და რა ვქნა?! თუ ნაკრებში მეგრელები არ არიან, განწირულია ის გუნდი. სხვა ჟილკა შემოაქვთ თამაშში, მიუხედავად კლასისა. ასეთი იყო გაბელია ლეგენდარულ დინამოში, ქეცბა, კანკავა... კვარაც ასეთია. ლომებივით იბრძვიან და გუნდსაც აიყოლიებენ ხოლმე. 1 მეგრელი როგორ ვერ მოხვდა 21-წლამდელთა ძირითადში?! თბილისს იქითაც გაიხედეთ ხოლმე. შვილებს ვფიცავარ, მე თვითონ არ ვარ მეგრელი.
ქომაგი
25 სექტემბერი 2022 07:07
7
არაფერი არაა ძმაო აქ საწყენი, ვინც ობიექტურია და არაა ბრმა შოვინისტი! ფეხბურთელები მუდამ მოდიოდნენ სამეგრელო-აფხაზეთიდან (მეგრელები) დინამო თბილისშიც და საქართველოს ნაკრებშიც,ეს სისხლში აქვს ამ რეგიონის ხალხს! მუდამ ესე იქნება,დისციპლინა და ღვთისგან ბოძებული ნიჭი გვაქვს სპორტის ქართველებს!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
25 სექტემბერი 2022 10:57
2
ბიჭოს, დაგინებული ხომ არ ჰქონდათ ართამაში, პირდაპირ გასაოცარია. ეტყობა არ შეუძლიათ უკვაროდ, უზურიკოდ, უმამარდოდ, უწიტოდ...
ლაშა
24 სექტემბერი 2022 23:27
2
ვუყურებ და გამკვირვებია თუ რამ გამოიწვია ჩვენების ამგვარი ... (უცენზურო სიტყვას შეგნებულად არ დავწერ)!
ლაშა
24 სექტემბერი 2022 22:52
0
მეკარე ვისი ბიძაშვილია
rembo
25 სექტემბერი 2022 09:50
1
ხვადაგიანმა დინამოში დაკარგა ძირითადში ადგილი და ნაკრებში რატო ძირითადში ?
დავითი
25 სექტემბერი 2022 04:37
0
გუგეშაშვილი უნდა იდგეს კარში.
რრრ
25 სექტემბერი 2022 00:11
4
თუარ იცით გეტყვით ნახევარი ნაკრები ემატება გაისად პირველი გუნდიდან და მაგარი ნაკრები გვეყოლება
დათო
24 სექტემბერი 2022 22:43
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული