U21. საკამათო პენალტი, გაძევება, ლ. გაგნიძის ტრავმა და შეხლა-შემოხლა - საქართველოს ნაკრები ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გასვლაზე თურქეთთან 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები მას შემდეგ დაწინაურდნენ, რაც საზონოვთან ბრძოლაში თავდამსხმელი საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა საკამათო პენალტი დანიშნა და ბეიაზმა ანგარიში გახსნა. სვანაძის შეგირდები შესვენებამდე აქტიურად ვერ უტევდნენ და სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში გოჩოლეიშვილი მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კარში არ დაარტყა, გადაცემა კი არაზუსტი გამოუვიდა. 67-ე წუთზე თურქეთის ნაკრების შემტევმა ქარათაშმა საჯარიმოს წინ ლ. გაგნიძე მოცელა, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა. სამწუხაროდ, ლ. გაგნიძემ
ტრავმა მიიღო, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და შეცვალეს. ამის მერე მოედანზე ორივე გუნდი აგრესიულად თამაშობდა, შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი და არბიტრმა რამდენიმე ფეხბურთელი გააფრთხილა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლო და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

სტამბოლი. „ქაზიმფაშა“
თურქეთი - საქართველო 1:0
გოლი: ბეიაზი (41, პენ)
გაძევება: ქარათაში (67)

საქართველო: კუპატაძე, კალანდაძე, საზონოვი, გელაშვილი, გოჩოლეიშვილი, ხარაბაძე (კვერნაძე 57), ლ. გაგნიძე (კაპანაძე 69), ოსიყმაშვილი (შ. ნონიკაშვილი 57), მოისწრაფიშვილი, გულიაშვილი (ნ.ხორხელი 69), გაგუა (ლ.ხორხელი 69)

მკითხველის კომენტარები / 14 /
აი სვანაძეს სახე ორივე თამაშის.მიზანი სვანაძეს ოჯახის წევრების დასაქმება ნაკრებში,მამა ბიძა და სხვა ოჯახის წევრებიც.უთამაშებელი ფეხბურთელები გამოიძახა ხომ ვერ ახსნის რატომ? თუ რამე ფინანსური სარგებელია იქნებ ჟურნალისტები დაინტერესდნენ..
simartle
23:13 27-09-2022
15
რაღა გაგნიძეს მიაღებინეს ტრავმა ამათი მონღოლი ***********
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული