
პირველი შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდმა გიორგი მჟავანაძის გოლით - 1:0 მოიგო. დღევანდელ მატჩში ჩვენმა ასაკობრივმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
ანგარიში შეხვედრის მე-11 წუთზე ინგლისური "ბორნმუთის" ფეხბურთელმა - გიორგი გონსალვეს-ჩუბინიძემ გახსნა, რომელმაც გიორგი ბედიანაშვილის გადაცემა ზუსტად გამოიყენა. მეორე ტაიმში სხვაობა ორამდე შორეული დარტყმით რეზი დანელიამ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე მათე-გიორგი ტატიშვილმა
დააფიქსირა - 3:0.
nakrebi.ge