ეროვნულიდან ახალგაზრდულში - 21-წლამდელებს სამი ფეხბურთელი დაემატათ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, უკრაინასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას ეროვნული გუნდის 3 ფეხბურთელით განაგრძობს.

გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდს შეუერთდნენ და დღეიდან საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

მაროკოსთან გამართულ ახმანაგურ მატჩში, სამივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა - მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ კალენდარულ სეზონს, რამაზ სვანაძის გუნდი ორშაბათს, 21 ნოემბერს, გორში, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.

წყარო: Nakrebi.ge


მკითხველის კომენტარები / 10 /
ბიჯო რას გადააკვდენ ამ გორს?!)არ დადის ხალხი იქ სტადიონზე ნუთუ ვერ ხედავთ
გიუშა
19 ნოემბერი 2022 21:45
1
ალბათ კარგი გაზონია გორში. თბილისში მარტო კორპუსებია, სათამაშო მოედნები მალე წითელ წიგნში იქნება შესატანი.
პაპა
19 ნოემბერი 2022 22:03
1
დავითაშვილიც მიეყოლებიათ მთავარში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ აკეთებს და იქნებ მანდ ქნას რამე
გიორგი კაჭკაჭიშვილი
19 ნოემბერი 2022 21:06
1
როგორ ყველაზე მეტი ჩვენ ვიცით და არაფერი არცერთმა მწვრთნელმა გინდ ანჩე იყოს, გინდ ჩავი და გინდაც სანიოლი. როცა შედეგი ჰქონდა მაშინ მაგარი იყო. სანიოლმა უთხრა კაშიას რომ ცენტრში პასი ვერ გააკეთა 10მ-ანი და მამარდას ცენტრიდან გაეშვა თუ ვოლკოვს უთხრა კარიდან 5მ ბურთს ფეხი ააცილეო?! გაიხსენეთ ეს მომენტი 1-0ზე.
ზაკო
19 ნოემბერი 2022 17:02
0
მწვრთნელი რომელიც დიდი ანგარიშით აგებს, დითირამბები ვუმღეროთ? ჩვენ ისეთი მწვრთნელი გვჭირდება, რომელიც საშუალო დონის ფეხბურთელებითაც პატარა წარმატებას მაინც მიაღწევს, ისე როგორც რეჰაგელმა ათამაშა საბერძნეთის ნაკრები და სხვა ბევრმა ნიჭიერმა მწვრთნელმა დაატყო გუნდს ხელი. წააგო საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა იტალიასთან, მაგრამ გუნდმა მოინდომა, იბრძოლა და არავინ დაგვიხრჩვია. როცა აღიარებული ლიდერის, ხვიჩას გარეშე გუნდი ასე უსუსურად თამაშობს, მაშინ ის დაგემართება, რაც მაკედონიასთან დაგვემართა ჩაკვეტაზის გარეშე. თუ ეს გინდათ, მაშინ ლანძღეთ ყველა კრიტიკული აზრი და დიდი ანგარიშების განადგურებაზე ტაშფანდურა იცეკვეთ. მე კი თქვენივე ლექსიკით მოგმართავთ - თქვენისთანა გონებაშეზღუდულები მეტის ღირსი არ არიან.
ნიკას
19 ნოემბერი 2022 20:40
6
როცა მწვრთნელს გაუმართავი, ბუნდოვანი, გაუმართლებელი სათამაშო ტაქტიკა აქვს არჩეული, გუნდი უაზროდ, ხარვეზებით და შეცდომებით თამაშობს. მაგიტომაა, რომ ფეხბურთელებს უამრავი ხარვეზი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ სლოვენიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ, კაშიამ, პასის გაკეთება არ იცის, მამარდა, ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ცენტრიდან უშვებს გოლებს, ხოლო ვოლკოვი, რომელიც სისტემატურად იტანდა აზერთა ჩემპიონატში, ბურთზე ფეხს აცილებს.
კოკო
19 ნოემბერი 2022 20:19
2
ყველა გამოხმაურება
მაგდენი რო ესმოდეს სანიოლს, გერმანიის მწვრთნელი იქნებოდა.)))))) ვაისის დონეა, მარტო შეცვვლებს აკეთებს ცოტა ადრე. ერთი კომბინაცია ან სტანართულის დამუშავება ვერ ასწავლეს ბიჭებს, რომ კაცმა თქვას - ჩვენი გუნდის საფირმო გათამაშებაოო.
ალექსანდრე
19 ნოემბერი 2022 16:31
18
Witaishvils travma ar miugia marokostan? ratom shecvala da saertod am bichs ra unda marcxniv da tan dacvashi? marjvena shemtevi naxevarmcvelia tan dzalian kargi...
Givi
19 ნოემბერი 2022 15:52
1
სანიოლი ფილოსოფოსობს გაუგია 3ცენტრ მცველით თამაში და გადმოიღო... იმას კი ვერ ხვდება რატო აარჩიეს იმ მწვრთნელებმა 3მცველი... ერთი დონის 3ცენტრ ბექი რო ყავდათ და სკამისთვის რო ვერ იმეტებდნენ ვერცერთს მაგიტო გადავიდნენ 3მცველზე... სანიოლს კიდევ 3 კიარა 1 არაყავს წესიერი და 3მცველიან ტაქტიკით ცდილობს მცველების რაოდენობით გავიდეს ფონს...და ამის გამო შემტევ სტილს აკლებს ხალხს ვისაც მართლა შეუძლია თამაშის გამწვავება და ეხლა იძულებული არიან იმათ შემტევებს ზდიონ და კარლოსი უნდა იყო მაშინ იქაც იყო აქაც იყო.... ჩამშლელი რით ვერ ნახა თუნდაც ბავშვი ვისაც ექნებოდა ის უნარები რაც საჭიროა ჩამშლელისთვის.. აქამდე კვეკვეს ყურებაში ის ბავშვი დაღვინდებოდა.... ან კანკავა დააბრუნონ ამათი ზოზიალი ყელშია უკვე
რონი
19 ნოემბერი 2022 17:41
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული