ევრო 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
21-წლამდელთა შორის მომდევნო, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს, ივნისში საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს. აქედან ორი წლის შემდეგ გასამართი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატს კი სლოვაკეთი უმასპინძლებს - აღნიშნული ტურნირის შესარჩევი რაუნდის წილისყრა დღეს ნიონში, უეფას სათავო ოფისში გაიმართა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევის ჯგუფში ნიდერლანდებს, შვედეთს, ჩრდ. მაკედონიას, მოლდოვას და გიბრალტარს დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდი ნაწილი გუნდებისთვის სტარტს მარტში აიღებს, ხოლო ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ციკლში სექტემბერში ჩაერთვება. აღნიშნულ შესარჩევში მონაწილეობა 2002 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ მოთამაშეებს შეუძლიათ.

Sportall.Ge

ფინალურ ეტაპს 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთი
უმასპინძლებს, ჩემპიონატი ქვეყნის 8 ქალაქის, 8 სტადიონზე ჩატარდება. სლოვაკეთს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება პირველად 22 წლის წინ ჰქონდა, როდესაც ევრო 2000-ის გამარჯვებული იტალია გახდა, ხოლო ანდრეა პირლო - ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.

წყარო: nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ჯგუფში მეორე ადგილი თავისუფლად შეიძლება, თუ კარგი გუნდი შეიკრიბა.
გოგა
10:54 03-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული