ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

AutoSharing Option
21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. დიდი მოლოდინია შემადგენლობებთან დაკავშირებით. ამ ამბავს სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესოდ ეხმაურება:

"მოკლედ, მოახლოვდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მალე გუნდებმა შემადგენლობები უნდა გამოაცხადონ და ისევ აქტუალური გახდა კითხვა, ხვიჩამ და სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ივნისში სად უნდა ითამაშონ - ევროპის ჩემპიონატზე თუ ეროვნულ ნაკრებში? (მოგეხსნებათ, ეროვნულის ორი მნიშვნელოვანი თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასაწისს ემთხვევა).

ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი გულშემატკივრის აზრია, რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერია და ყველა იმ ფეხბურთელმა,
ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს (ხვიჩას და სხვებს კი აქვთ, რადგან დაშვებულია მათი თამაში, ვინც ამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებისას იყო 21 წლის), სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.

არგუმენტი მარტივია,: ასეთი შანსი ჩვენ კიდევ შეიძლება ასი წელი არ გვქონდეს.

აქ არ ვსაუბრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსზე (კარგი თაობა წამოვიდა, პლუს "ერთა ლიგის" გათამაშება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრებიც მოხვდება ევროპაზე და მერე მსოფლიოზეც), ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსზე.

გაგიკვირდათ, საიდან ასეთი ამბიცია? ჯერ ერთი, ფეხბურთში ამბიცია თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა; მეორეც,, ეს ახლგაზრდული ჩემპიონატია და იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს; მესამე, სახლში ვთამაშობთ და მეოთხე: გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ევროპაზე თამაშის საშულება აქვთ და დამისაბუთეთ, რატომ არ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება თუ არა, ფინალში გასვლა მაინც?

შეხედეთ შემადგენლობას და მითხარით, ვისზე ნაკლები გამოდის: იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის "ლიგა 2“-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ამავე "ლიგა 2“-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, უკრაინის ჩემპიონი, სერბეთის ჩემპიონი...

ამას დაუმატეთ საშინაო კედლები. კიდევ როდის მოხდება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს?

როდესაც მოგების შანსზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოგებაში ვარ დარწმუნებული. ამაში დარწმუნებული თუნდაც იმიტომ ვერ ვიქნებით, რომ სხვებსაც არანაკლები ვარსკვლავები ჰყავთ და პლუს, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია), მაგრამ ამ ჯგუფიდან თუ გავედით, მერეც არ ვიქნებით ფავორიტები? ამ ჯგუფიდან თუ გავედით, შეიძლება მართლა მოვიგოთ.

თუმცა რომც ვერ მოვიგოთ და ფინალში ვითამაშოთ, ეს განა დიდი ამბავი არ იქნება?

მესმის, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდული ჩემპიონატია და რომ ეროვნული ნაკრები სულ სხვაა, რომ ის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ შეიძლება ისეც მოხდეს: ხვიჩას და სხვების გარეშე ეროვნულმა წააგოს, ვერც ახალგაზრდულმა მიაღწიოს რამეს და საბოლოოდ ხელში არაფერი შეგვრჩეს. კიდევ ბევრი არგუმენტი მესმის, მაგრამ ცუდზე და წაგებაზე ფიქრით წარმატებისთვის ვის მიუღწევია? თან ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე მოხვედრის შანსი უფრო "ერთა ლიგიდან" აქვს, ვიდრე ამ შესარჩევიდან და კიდევ: ეროვნულ ნაკრებში ამ ბიჭების გარეშეც მშვენიერი შემადგენლობა იკრიბება.

აბა, ნახეთ: მეკარეები: ლორია და გუგეშაშვილი;

მცველები: კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ტაბიძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, კობახიძე (კიდევ შეიძლება დამატება);

ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ეროვნული ჩემპიონატიდანაც შეიძლება რამდენიმეს დამატება: ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ნაკრებში გიორგი არაბიძე. არ უნდა მივცეთ საშუალება ისევე დაიკარგოს, როგორც სხვა ნიჭიერი ფეხბურთულები დაკარგულან);

თავდასხმა: ბუდუ და ქვილითია (აქაც არის ჩემპიონატიდან დამატების პერსპექტივა).

გასაგებია, რომ ხვიჩა დიდი ძალაა და სხვა ახალგაზრდებიც, მაგრამ მათ გარეშეც ისეთი გუნდი იკრიბება, რომ კვიპროსთანაც და შოტლანდიასთანაც კარგად თამაში შესაძლებელია. მაგალითად, რას დაუწუნებდით ასეთ ძირითად შემადგენლობას: ლორია - კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი- გიორბელიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე - ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე?

არის ვარიანტიც, რომ ხვიჩამ და რამდენიმე ახალგაზრდამ ეროვნულშიც ითამაშოს და მერე შეუერთდეს ახლგაზრდულ გუნდს, მაგრამ ეს ჩემი აზრით, დაუშვებელია. არათუ პირველ თამაშში, არამედ შეკრებაზეც კი ბიჭები ერთად უნდა იყვნენ.

P.S. ის, რომ სარეკლამო ბანერებზე და "კოკა-კოლას“ ბოთლებზე სწორედ ხვიჩა და სხვა ახალგაზრდები გამოსახეს, იმედია, იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაწყვეტილია მათი თამაში ევროპაზე.

P.P.S. სულ დამავიწყდა: ამ ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ხვდება ოლიმპიადაზე. წარმოიდგინეთ, შეიძლება პირველად ითამაშოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე და ამისთვის ფინალში გასვლაც კი არაა საჭირო.“

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

მკითხველის კომენტარები / 83 /
შორს ხარ სპორტისგან, დაჯექი ორიანი :)
ქართველი
31 მაისი 2023 11:33
3
ბატონი გია ცეცაძე მშვენიერი მწვრთნელია, შესანიშნავი შედეგები ჰქონდა, მაგრამ... ცეცაძემ თავი პირველად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიჩინა, როდესაც ელიტრაუნდში შოტლანდია და ბელგია დაამარცხა, ინგლისს ფრედ ეთამაშა და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს ფრედ ეთამაშა, თუმცა სერბეთთან და თურქეთთან დამარცხდა და ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ცეცაძის სახელს უკავშირდება "სამტრედიის" წარმატებაც, როცა იმერული კლუბი სწორედ მისი მწვრთნელობის დროს გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი ხელმძღვანელობით "სამტრედიამ" ორჯერ ითამაშა ევროთასებზე და ორივეჯერ აზერბაიჯანულ კლუბებთან დამარცხდა, ჯერ "ყარაბაღთან", შემდეგ "გაბალასთან".

ამჟამად გია ცეცაძე საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს წვრთნის და საკმაოდ კარგადაც. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსები აქვს.
ლაშა
31 მაისი 2023 11:11
4
ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდების საერთაშორისო გამოფენაა.ეროვნულიდან ვის დამატებასაც აპირებთ,მათ ეს არ ჭირდებათ.თავის გამოჩენის შანსი ვინც ეხლაა ნაკრებში იმათ უნდა მიეცეს და იქნებ 2-3 კიდევ დაემატოს ნაკრებს ტოპ ლიგაში მოთამაშე.მით უმეტეს, რომ სანაძის ხელში არაფრის მომგები ახალგაზრდული არ არის,ვინც არ უნდა დაემატოს.თან ამ ორ თამაშში უნდა გამოჩნდეს ნაკრების შანსი ქვეჯგუფში.რატომღაც მჯერა,რომ ამ ორი გასვლიდან 6 ქულას ჩამოვიტანთ.დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.წარმატებები ორივე ნაკრებს!
ნუკრი
31 მაისი 2023 10:59
4
ისე მეტრეველის გვარის კაცს ძნელია ფეხბურთის თავისეულ მოსაზრებაზე ეკამათო,მაგრამ.... მე კი მგონიო,რომ კვარა და მამარდა კი არა ეროვნული ნაკრებიც რომც დააყენონ ამ ტურნირის მოგების შანსი მაინც ნულია. საიდან ასეთი ოპტიმიზმი, გაიხსენეთ.. გუნდი ამ ტურნირზე მხოლოდ მასპინძლის სტატუსით მოხვდა თორემ შესარჩევ რაუნდებში ჩვეულებრივ მაჩანჩალებს შორის იყო,რომელი პრინციპული-გადამწყვეტი თამაში მოუგია ეროვნულ ან ასაკობრივ ნაკრებს....გუნდი რა მარტო კვარა და მამარდააა??... დანარჩენიიი!!..და რას ამტკიცებთ- ამ ტურნირის მოგება კვარას თამაშ არ თამაშზე არის მხოლოდ დამოკიდებული-ითამაშებს და მოგება ჯიბეში გვაქვსს?...თქვენ ხვიჩა მართლა ფეხბურთის ღმერთი ხომ არ გგონიათ....ჯერ მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი ამომავალი ვასკვლავია, თავისი სისუსტეებით-ამასთან ამ ეტაპზე საშინლად გადაღლილი და ემოციურად დაცლილია იმ გიჟური სეზონის შემდეგ, რაც მან იტალიაში დაატრიალა.რა გინდათ?....საშინელ ფორმაში მყოფი ხვიჩას გინდათ მერე აკიდოთ ამ ტურნის გარდუვალად ვერ მოგების ბრალიი?? ანდა ტრამვა რომ მიიღოს მისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის ამ გადამწყვეტი სეზონის წინ..გიფიქრიათ..... ეს მხოლოდ ჩემი მოგრძალებული აზრია და შეიძლება არც არავის აინტერესებს, მაგრამ მაინც....
Jora-giorgi
31 მაისი 2023 10:24
4
ევროპის ჩემპიონობის შანსი არა ის... მეტრეველო დაეშვი მიწაზე და დაინახავ რა ჩაფხავებული ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს.
Gio
31 მაისი 2023 10:20
5
100% ვეთანხმები. ახალგაზრდულმა პირველი თამაში როგორმე უნდა გაქაჩოს და მეორე თამაშისათვის ეროვნულის შოტლაიდიასთან თამაში მერე ეგრევე ჩარტერით თბილისისკენ (ისე როგორც კალათბურთის ფედერაციამ ატარა თუ აფრინა თოკო შენგელია) და ის ბიჭები ვისაც ეკუთვნით ახალგაზრდულში თამაში მეორე ტაიმიდან მაინც ჩაერთვებიან თამაშში.
ვეტერანი
31 მაისი 2023 09:25
12
იმაზეც გექნებათ ნაფიქრი, თუ რომელი მოთამაშე რომელს შეცვლის პირველი ტაიმის მერე. :))
არ შეიძლება ასე დაუფიქრებლად წერა. რაც თავში მოგვდის, ყველაფერი კი არ უნდა მოვუყვეთ სხვებს. :)
კოლა
31 მაისი 2023 14:53
2
ესეც გამოვიდა ექსპერტი!! წადი და ჭიჭე ვაშაძეს ნინ ნიკანორ მელიას მიხედე
Lebron
31 მაისი 2023 08:18
10
ცეცაჴე იყო კარგი მწვრთნელი საფრანგეთთან დღე რომ ითამაშა, მაგრამ გაუშვეს...
ლაშა
31 მაისი 2023 07:45
4
ვითხოვ ითამაშონ არა მარტო ძირითად ნაკრებში 21წ 18წ 16წ 15წ .... ნაკრებებში ყველგან აქვს საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობის შანსი.
jorj
31 მაისი 2023 04:43
4
კომენტარებს გადაბხედდეე და ეს ხალხი გამაგიჟებს რააა @ ზოგო ამბობს ეს შესარჩევი რატომ გავწიროთო გეგონება ჯგუფში გვყავს-ფარერები გიბრალტარი სან მარინო და ანდორა ! ესპანეთს და ნორვეგიას (თავისი ჰოლანდით და სხვებით) თავი რომ დავანებოთ აგერ შოტლანდიამ ესპანეთს მოუგო და 2 თამაშში 6 ქულა აქვს ! და ასეთ სიტუაციაში გასვლის იმედი გვაქვს ? უკეთეს შემთხვევაში "საპატიო" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩავერთოთ ! მერე კიდევ--ხვიჩა დაღლილია და ვერ ითამაშებსო ! ჯერ ერთი რა შეატყვეთ დაღლილ-დაქანცულობის ? და მეორე--რაა სხვა ფეხბურთელები (როგორც ჩვენი ისე მეტოქე) მალდივებზე ისვენებდნენ ? ასეთი შანსი კიდევ როდის გვექნება როგორც ახალგაზრდულში ხმაურიანი გამოსვლის და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაინტერესების ისე ოლიმპიადის საგზურის აღების ! და ოლიმპიადაზე თუ გავედით იქაც გვექნება შანსი საპროზოზე გასვლის იმიტომ რომ ოლიმპიადებზე არ გამოდიან ძირითადი შემადგენლობები და ისეთ გუნდებს აქვთ მოგებული ოლიმპიადები ნამდვილად რომ არ შედიან ელიტაში---უნგრეთს სამჯერ საბჭოთა კავშირს ორჯერ ჩეხოსლოვაკიას აღმოსავლეთ გერმანიას შვედეთს ნიგერიას კამერუნს მექსიკას კანადას.... ოღონდ ამ ყველაფერს აზრი არ ექნება თუ იმ უვიც სვამაძეს დატოვებენ მწვრთნელად !
zura222
31 მაისი 2023 04:42
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული