ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპირველობაზე მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.

"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა გუშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ", - წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 41 /
36 წლის მესი რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს ესპანეთიდან ჩინეთში ჩავიდა არგენტინის ნაკრებში სათამაშოდ და ორი საათის წინ მაგარი გოლიც გაიტანა. ნეტა არ დაიღალა ესეთი ემოციური სეზონის შემდეგ? მარა ეგ ხო არ დარბის დადის.დ.დ.
dogesa
18:50 15-06-2023
14
ყველას გული დაწყდება...მაგრამ ასე თუ ისე ჩვენ ხო აღარ ვართ დილეტანტი გულშემატკივრები როცა ქალაქში ფოთოლივით აფრიალებულ ჭორს ხან სად ხან სად მოისმენდი და ვინც უფრო გაამძაფრებდა ის უნდა დაგეჯერებინა.არა! ჩვენ გვცეს პატივი მესამე ენით არა თავიანთი ტვიტით გვითხრეს თავისი სათქმელი და მე პირადად მიუხედავად იმისა "ფინალის 4 ბილეთი ვიყიდე)" პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას და თუ დამიჯერებთ სწორადაც მიმაჩნია! კვარა და ჟორჟი და მამარდა დიდები არიან უკვე და ძალიან ბევრი ითამაშეს და ამ ორ თამაშზე ჯიგარს ჩადებენ ვიცი,მერე უცებ იქ 21 ში გადაეწყვე და ესე არ გამოდის..ვისიამოვნოთ რაც გვაქ,მე ვარ საქართველო წიიმ!!)
მირო
20:11 15-06-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული