21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.
"ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს.
რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა გუშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება.
წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ", - წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.
ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან რომ ტარდება რით არის კარგი თუ ის ძაან მაგარი შემადგენლობა რაც გვყავს არ ვათამაშეთ?
არამც და არამც ამ ბიჭებს არ ვადანაშაულებ არც ერთი წამით.
ხომ შეიძლებოდა ისე დაგეგმილიყო ყველაფერი რომ პრიორიტეტი ყოფილიყო თავიდანვე გამოკვეთილი.
თუ პრიორიტეტი პირველი ნაკრებია კი ბატონო, მაგრამ აქეთაც ხომ კარგი შანსი იყო ოთხეულის და შესაბამისად ოლიმპიადის?
კარგია გარემონტებული სტადიონები ძაან,მაგრამ ამის მეტი ხომ არაფერი დარჩება ქვეყანას ამ ევროპიდან?
შედეგია მთავარი რომელიც ასახელებდა საქართველოს და რისი შანსიც იყო და არა ინფრასტრუქტურა.
დანარჩენ ახალგაზრდებს უნდა მიეცეს საშუალება თავის წარმოჩენის, რომ ნორმალური კლუბების ინტერესი გაჩნდეს.