ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს "დინამო არენაზე" პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი,
პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი).

გაფართოებული სიის სამი წევრი - გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ევროპის ჩემპიონატამდე გუნდთან ერთად მოემზადება და საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარონ.

გაფართოებულ სიაში მყოფმა ფეხბურთელებმა - გიორგი მიქაუტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ, შემადგენლობაში არყოფნის მიზეზებზე საკუთარი სოციალური მედიის არხებით ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია ("ფეისბუქის" პოსტი): "დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

გიორგი მიქაუტაძე ("ინსტაგრამის" პოსტი): "ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.

წარმატება საქართველოს. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ."

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს "ბათუმი არენა" უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 52 /
წარმატებები!!! უფალი გფარავდეთ❤️
გულშემატკივარი
19:13 15-06-2023
1
ასეც ვიცოდი,ასე იცის წინასწარმა ბაქი-ბუქმა!!შარშან კალათბურთთზეც ასე იყო, ჯგუფიდან გავდიოდით ნახევარ ფინალში უნდა გვეთამაშა ჩვენი "ლომებით" და საბოლოოდ ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავეთ!!!ახლაც ასე იქნება
სოსო
19:15 15-06-2023
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული