რამაზ სვანაძე: კვარაცხელიასა და მიქაუტაძის არყოფნა სამწუხაროა - იმედია, წარმატებას მივაღწევთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში კვიპროსი 2:0 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეს ჩვენი პირველი მატჩი იყო. გვქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები. ვიცი, რომ მეტი შეგვიძლია და მეტიც დაგვჭირდება, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.

თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მივეცით. უნდა გავაანალიზოთ მატჩი. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. მეტი უნდა ვიმუშაოთ მომენტების რეალიზების კუთხით და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.

ის 5 ფეხბურთელი, რომლებიც ახლა ეროვნულ ნაკრებში არიან, ჩვენთან ერთად აუცილებლად იქნება. ითამაშებენ თუ არა,
ეს ადგილზე გაირკვევა.

სპორტული თვალსაზრისით, კვარაცხელიასა და მიქაუტაძის არყოფნა სამწუხაროა, თუმცა ადამიანურად გასაგებია. იმედი გვაქვს, წარმატებას მივაღწევთ და იმავეს ვუსურვებთ მათაც.

როგორც გაგუა, ასევე გულიაშვილი, ფორვარდები არიან, ოღონდ განსხვავებული სტილის.

ჩიხრაძემ შეკრებაზე ყოფნა დაიმსახურა. ის საკუთარ გუნდში კონკრეტულ დროს თამაშობს. მე ის ვერ ვნახე ამხანაგურ მატჩებშიც, რათა დავრწმუნებულიყავი, უფრო მაღალ დონეზე თავს როგორ წარმოაჩენდა. ჩემი აზრით, ლოგიკური და სამართლიანი არჩევანი გავაკეთეთ.

კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ყოფნა ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი ძალა იქნებოდა, თუმცა მესმის მათი გადაწყვეტილებების. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ასევე დავრჩებით. წარმატებას ვუსურვებთ მათ.

მექვაბიშვილი კაპიტანია, ერთ-ერთი ლიდერი და ღერძი. მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ისინი, ვისაც ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები და წნეხს მიჩვეულია, ძალიან გამოგვადგებიან. მექვაბიშვილი ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.

კომუნიკაცია მქონდა მათთანაც, ვინც ახლა ეროვნულ ნაკრებშია. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ყველა შემთხვევაში უნდა ეთამაშათ კვარასაც და მიქსუტაძესაც. ორ თამშზე იყო საუბარი. თუ სხვებმა მოახერხეს და თამაშობენ მათაც უნდა ეთამაშათ. ეხლა სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას წარმოჩენა და გახარება. სადღაც გულდასაწყვეტია ასეთი რამ როცა ხდება
კოტე
23 ივნისი 2023 17:20
0
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. 2007-8 წლის სეზონზე მესიმ ოქროს ბურთი აიღო, იყო ბარსელონას და ეროვნული ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ახალგაზრდულთან ერთად ითამაშა. 2003-2004 წლებში რონალდუ იყო მანჩესტერის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ მანაც ითამაშა სრულად ახალგაზრდულთან ერთად. ამათ რა ცნობადობა უნდოდათ სკაუტებისათვის, თამაშს იყვნენ მოწყურებულები თუ დიდი ფეხბირთელები არ იყვნენ? უბრალოდ დადგნენ იქ სადაც მათ სახელმწიფოს დასჭირდა. რომელ დაღლაზე საუბრობთ, მესიმ და მოდრიჩმა მაგათზე მეტი თამაში ჩაატარეს და ახლა ნაკრებებს ეხმარებიან. ასაკიც გაიხსენეთ აბა მათი. დაბალი დონის ტურნირი არისო რომ გაჰყვირიხართ. ხშირად ტარდება მსგავსი ტურნირი საქართველოში? არ ეწერება ფეხბურთელის კარიერულ სტატისტიკაში? ან კიდევ ხშირად გვაქვს შანსი, რომ სპორტია ამ სახეობიდან ოლიმპიადაზე მოვხვდეთ? ნაპოლში რომ აკითხავდნენ და გულშემატკივრობდნენ ხომ სასიამოვნო იყო? მეცის და ნაპოლის გულშემატკივრობა რომ დაიწყო ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ მაგათ გამო. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს, მაგრამ შენი წარმატება პირველ რიგში შენს სამშობლოს უნდა გამოადგეს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს და სრულოად საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
16 ივნისი 2023 17:53
1
საუკეთესო თაობა მაგრამ უვარგისი მწვრთნელი..შედეგი რომ არ დადგეს სვანაძე უბრალოდ დაიხურავს ქუდს და წავა,სწორედ ეს არის ცუდი….ნებისმიერი მწვრთნელი დადებს შედეგს ამ ბიჭებით სვანაძეს გარდა
დათო
16 ივნისი 2023 13:55
9
მიქაუტაძე გასაგებია და ვერც გვექნება მის მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები,რაც არ უნდა იყოს უცხო ქვეყანაში დაიბადა და გაიზარდა,მისთვის მენტალურად ძნელი არ იქნებოდა არ ეთამაშა ახალგაზრდულში და დასვენება აერჩია,მაგრამ კვარა,რომელიც თანამედროვე ქართული ფეხბურთის იმედი და ლიდერია,რომლის თამაშებსაც იტალიურ ნაპოლიში ისტერიული ინტერესით ელოდა მთელი საქართველო-არც ერთ შემთხვევაში დასვენება არ უნდა აერჩია, გადაღლილობით და ოჯახური მდგომარეობით მისი ეს საქციელი ვერ გამართლდება,დასვენება დაიმსახურა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენც ქართველებმაც ხომ დავიმსახურეთ ერთხელ მაინც ჩვენც გაგველაღა ეროვნული ნაკრების წარმატებული თამაშის ცქერით ამ დონეზე, რომელიც მხოლოდ მასპინძლის სტატუსით გვერგო,თუმდაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე......თუ არა და რა გამოდის ყოველწლიურად ეს ღარიბი ქვეყანა 300 მილიონ ხალხის ფულს ხარჯავს ფეხბურთის განვითარების ფონდში, აშენებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურას-გამოჩნდება ვიღაც [ა\შემთხვევაში კვარა] წავა უცხოეთში და გადამწყვეტ მომენტში თავს არიდებენ ეროვნულში თამაშს, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ასე იყო მაკედონიასთან იმ ავად სახსენებელ თამაშისას კვარას შემთხვევაში.....ხვიჩას იტალიური ჩემპიონობა, სიმბოლური სააუკვეთესო ფეხბურთელობა და მისი მილიონიანი ხელფასი ჩემთვის მე -10 ხარისხოვანია,მთავარია ჩვენთვის- ქართველებისთვის ითამაშოს წელიწადში რამდენჯერმე შემართებით, თორემ ქართული დროშის ერთ ადგილზე მოხვევა და ხტუნვა ჩვენი ანტიკური წინაპარივით სხვის დღესასწაულზე ქართველ ე.წ. ცნობადებთან ერთად შუბლისძარღვ გაწყვეტილს ადვილია....გადაიღალა ბიჭიიი!!...რაა 39 წლის მოდრიჩი არ გადაიღალა, ძვლები რომ დადო მინდორზე ამ ორი დღის წინ.. თუ როგოაა...ეს მხოლოდ ჩემი აზრია და შეიძლება არავისთვის საინტერესო....სხვებმა შეგიძლიათ გაგებით შეხედოთ ამას და გააპრაოოთ ყველანაირად.....
SOSO
16 ივნისი 2023 13:13
8
შეგნება - 0! ჯერ გააზრება, მერე შეგნება როცა გექნება, კომენტარი მაშინ წერე. შენც და შენნაირებმაც.
რატი
16 ივნისი 2023 13:57
2
100% გეთანხმები მეგობარი, ერთს დავამატებ რომ კიდევ უამრავი არგუმენტის მოტანა შეიძლება როგროც სპორტულის ისე პატრიოტულის და ისე ადამიანურის, მაგრამ რას ვიზამთ. მგონია რომ ეს მაინც სხვისი გადაწყვეტილებაა იმედია ყველა მიხვდება ვის ვგულისხმობ მისი დასტურია მხოლოდ.
sosos
16 ივნისი 2023 13:46
3
ზოგიერთებმა უკვე ტვინი წაიღეს თავისი უაზრო და გველური კომენტარებით (და ეს ზოგიერთ სპორტულ ვაი-ჟურნალისტსაც ეხება)! ხვიჩას და გიორგის გარეშე ახალგაზრდული ნაკრები თუ არაფერს წარმოადგენს (არადა ასე არ არის!), მაშინ მის არსებობას აზრი არ ჰქონია. შეეშვით ბიჭებს და თამაში აცადეთ. პირიქით, გაამხნევეთ და უგულშემატკივრეთ.
მამუკა
16 ივნისი 2023 13:07
1
სადაც ხვიჩაა, იქ გიორგიცაა, ჩაკვე და ბუდუ ჩამოწერეთ? ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თვითრწმენის არქონა იყო, მაგრამ ფეხბურთელებმა, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს, გამარჯვებულის მენტალიტეტი შეიძინეს. ამიტომ მთელ ტვირთს ერთ კაცს ნუ ავკიდებთ, არც სხვები არიან დავრდომილები. :) წარმატებებს ვუსურვებ ნაკრებს!
რატი
16 ივნისი 2023 14:03
0
და ეროვნული თუ არაფერს წარმოადგენს ხვიცას გარეშე რა ვქნათ მაგ შემთხვევაში:))
მამუკას
16 ივნისი 2023 13:48
4
კვარა და მიქაუტაძე მართლა იმსახურებდნენ დასვენებას, ისინი უბრალოდ არ უნდა შეეყვანათ U21-ის სიაში და უხერხული მდომარეობაც აღარ შეიქმნებოდა. ეს უნდა ეფიქრა ფედერაციას და სვანაძეს.
Lasha
16 ივნისი 2023 10:57
12
კარგი იქნება, თუ ყველა მოვიცდით და კომენტარებს გავაკეთებთ ეროვნული ნაკრების მატჩების შემდეგ დამდგარი შედეგების მიხედვით.
mvx
16 ივნისი 2023 10:23
3
100%
თაზო
16 ივნისი 2023 12:09
0
მე მგონი კვარაცხელიას და მიქაუტაძეს განაცხადში ყოფნაც და შეცვლაზე შემოსვლაც სასრგებლო იქნება, ისიც მესმის რომ გადატვირთულები არიან, მაგრამ ეს ხომ უბრალო შეხვედრები არ არის, ევროპის ჩემპიონატია თან ჩვენთან!!!
მოკლედ რაღაცნაირად გამოყენება შეიძლებოდა, არამგონია ბიჭებს უარი ეთქვათ, მაინც კლუბების გავლენა მგონია
ზურა
16 ივნისი 2023 09:47
3
კვარა იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი და უკვე ტოპვარსკვლავია, არამგონია მისთვის მომგებიანი იყოს დაბალი რანგის ტურნირში მონაწილეობა, მითუმეტეს ჯგუფიდანაც თუ ვერ გავედით ისევ კვარა დაზარალდება
toti
16 ივნისი 2023 11:00
11
ბეწვის ხიდზე გადიან კვარაცხელია და მიქაუტაძე , თუ ეროვნულმა ორივე თამაში ვერ მოიგო და ახალგაზრდულიც ვერ გავიდა ჯგუფიდან მათ დაბრალდება, განსაკუთრებით კვარაცხელიას
სოსო
16 ივნისი 2023 08:26
18
და ეროვნულმა 4 ქულა რომ აიღოს (მაგ. მოგება კვიპროსთან და ფრე შოტლანდიასთან), უარყოფითი შედეგი იქნება?!
soso-s
16 ივნისი 2023 09:52
1
ვინ არის ჩიხრაძე,რომელი გუნდიდანაა,სიაში არ წერია
Levani
16 ივნისი 2023 02:54
5
წყალტუბოს სამგურალში გამოჩნდა ახალი სეზონიდან, ზუსტი სტატისტიკა არ მახსოვდა, ახლა ჩავხედე და 15 თამაშში 7 გოლი გაიტანა უკვე და ერთი ასისტი აქვს, თანაც სულ შეცვლაზე შემოდის და ბოლო 20-25 წუთს თამაშობს. ადრე ეწერა ესპანეთში გაიზარდა საფეხბურთო კუთხით და წელს დაბრუნდა რომ ჩვენ ჩემპიონატს გავაძლიერებო.
ბაბუ
16 ივნისი 2023 12:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული