U21. მატჩის დღე! ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე აქ არიან - პორტუგალიით ვიწყებთ...

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. დღეს, 21 ივნისს (20:00 სთ), პორტუგალიელ ახალგაზრდებს დავუპირისპირდებით. მოგეხსენებათ, ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებებიც არიან.

ეროვნული ნაკრებიდან გუნდს 5 ფეხბურთელი შეუერთდა - მამარდაშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, გაგნიძე და დავითაშვილი. შოტლანდიასთან დაპირისპირებაში ირაკლი აზაროვს მონაწილეობა არ მიუღია და ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დღეს მისი თამაში მოსალოდნელია.

შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და გუნდის კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
Sportall.Ge

რამაზ სვანაძე: "ორი კვირაა ვემზადებით. დატვირთული შეკრება გვქონდა, ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. ახლა ყველაფერი
თამაშმა უნდა გამოაჩინოს. ძლიერი მეტოქე გვყავს, თანაც ტურნირის დებიუტანტები ვართ. ვეცდებით, საკუთარი შანსი ვეძებოთ და თავი გამოვიჩინოთ.

გახსნით მატჩში არ ვიტყვი, თუ რა შედეგი იქნება მისაღები. დიდი მნიშვნელობა თამაშის შინაარსს ექნება, რომ სასურველ შედეგზე მერე ვიმსჯელოთ. შესარჩევი ეტაპი არ გვითამაშია, ამხანაგური მატჩები გავმართეთ. ჩვენი მოლოდინები არსად წასულა, ის უფრო მეტად გამძაფრდა. ყველა შეხვედრაში საკუთარი სახე გვქონდა და მნიშვნელოვანია, ეს პორტუგალიასთანაც ასე იყოს.

ამხანაგურ მატჩებში თავის გამოჩენის შანსი ბევრ ფეხბურთელს მიეცა. გუნდში კარგი სიტუაციაა. ის ფეხბურთელები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, ამ გუნდთან ერთად თამაშობდნენ (დავითაშვილი 19-წლამდელებში). ეს თაობა დიდი ხანია, რაც ერთად მოდის და ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს. ისინი გამოცდილებას მოიტანენ, რაც ძალიან გვჭირდება.

პორტუგალიურ ფეხბურთზე დადებითი შეფასებები მაქვს, ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწყებული, ეროვნულით დასრულებული. გამორჩეული სტილი აქვთ, ტექნიკურები და ფიზიკურად ძლიერები არიან. ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჩვენ საკუთარი მიზნები და იდენტობა გვაქვს".

ანზორ მექვაბიშვილი: "ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და თამაშისთვის ვემზადებით. ტრავმა მოვიშუშე და ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და სავარაუდოდ, ვითამაშებ. პორტუგალიის მწვრთნელის სიტყვები, რომ ფრე მათთვის მისაღები შედეგი იქნება და იმის თქმა, რომ ძლიერი გუნდი ვართ, სასიამოვნოა. მათ ჩვენი ძალები ამხანაგურ მატჩში ნახეს.

კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკი ყველას არ ჰქონია. მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ და ისიც, საქართველისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

მათი გადაწყვეტილება გულდასაწყვეტი იყო, თუმცა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს. ისინი ახლა ჩვენ სხვანაირად გვიგულშემატკივრებენ და ჩვენ გვერდით არიან".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფეხბურთში რაც თავი მახსოვს მესმის ქართველი კომენტატორისგან მეტოქე ფიზიკურად გვჯობია. აბა დიდგორი , ერთი ათზე მტერი და რამე? გამოიგონეთ? თუმცა მეც მაგარი ვარ რა , მე თვითონ არ დავდივარ თბილისის ქუჩებში ?! თითქმის ერევანია ელი სიმაღლით და ფერ-ხორცით :)))
სომეხა
21 ივნისი 2023 14:50
10
აბა ჰე!
მწვრთნელი
21 ივნისი 2023 14:39
0
ეეეე, ეხლა ამათმა უნდა ფხრიწონ ჩვენი ნერვები, რა დავაშავეთ იმ ხალხმა ვისაც ფეხბურთი გვიყვარს?
პაპა
21 ივნისი 2023 12:15
13
ბოდიში,მაგრამ რომ გიყვარდეს,ასე არ დაწერდი!
ამ ტურნირის მთავარი მიზანი,ახალგაზრდა ტალანტების წარმოჩენაა.ვუსურვებ ჩვენი ნაკრების ბიჭებს,კარგი თამაშით,ძლიერი კლუბების ყურადღების მიქცევას და სასურველი კონტრაქტების მოპოვებას.კარგი თამაში,რა თქმა უნდა ნაკრების კარგ თამაშს და წარმატებასაც გულისხმობს.
სოსო
21 ივნისი 2023 15:26
10
ნუ მიაქცევთ ბიჭებო ყურადღებას ვინ რას იტყვის..ყველა ასეთი გამოსვლა ყურადგების და კონხენტრაციის მოდუნებას ემსახურება..გადით მოედანზე და ითამაშეთ ფეხბურთი..არავინ ითხოვს თქვენგან არაფერს..წინასწრ შედეგის მოთხოვნა არის ფეხბურთის უპატივცემულობა ითა.აშეთ ყოველგვარი წნეხის გარეშე..მაგრამ უმიზნო პასებს ნუ გააკეთებთ..დროულად დააზღვიეთ ერთმანეთი..ბურთი სწრაფად გაათამაშეთ..მეტოქეს ბურთის ადვილად მიღების და გათამაშების საშუალება არ მისცეთ..მოედანზე არ დაგეძინოთ..კარში ურტყით დაუნდობლად...უმოწყალოდ..მთელი ძალით..სანამ ბურთს ფეხს დაარტყამთ მანამდე მოიფიქრეთ რა გინდათ..ვისთვის გინდათ..შეგიძლიათ წინასწარ სახელიც დააძახოთ რომ ბურთმა მიხვდეს საპასოდ ურტყამთ თუ საგოლედ..პატივი ეცით ბურთს.ის ჩვენ გუნდისი მეთორმეტე წევრი Iსევ თქვენ უნდა გახადოთ..თორემ მეტოქე წაგართმევთ და რიცხობრივ უმცირესობაში თქვენ დარჩებით..მოკლედ წესიერად ითამაშეთ..აბა თქვენ იცით..წარმატებები
ბუჯანგა
21 ივნისი 2023 10:34
4
ამ ჯგუფური ჩემპიონატის შედეგზე არა სვანაძე არამედ ფედერაცია იქნება პასუხისმგებელი..სვანაძე უბრალოდ არარაობაა და პირდაპირ დავალების შემსრულებელი კობიაშვილის..
გიორგი
21 ივნისი 2023 08:57
11
სვანაძე ნაკრებს საბოლოოდ დაღუპავს მშიშარა და პანიკიორია
კაკო
21 ივნისი 2023 00:32
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული