U21. საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას 2:0 ამარცხებს

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 2:0 ამარცხებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - პორტუგალია
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი, გულიაშვილი, მექვაბიშვილი, ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, გაგუა

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეროვნული ნაკრების ბიჭებო! - თქვენთან ერთად ვხარობ გამარჯვებისას და ასევე განვიცდი მარცხს. მაგრამ… მაგრამ, ხასიათი, შემართება, ჯინი, თავდადება, ჰიმნის დროს მიმიკა, სახე, განცდა, გრძნობა… იმედია ხედავთ განსხვავებას. მე მჯერა თქვენი და 3-4 წელში უძლიერესები უნდა გახდეთ! საქართველოსთვის ბიჭებო! თქვენი და ჩვენი სამშობლოსთვის ჩვენო საამაყო კაცებო…
ირაკლი
22:10 21-06-2023
0
Gubernias gaumarjos. ბელადს ოყნა აქვს გასაკეთებელი და გელოდება.
ქუთაისი
22:06 21-06-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული