U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ძალიან ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.
მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.

პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)

მკითხველის კომენტარები / 85 /
ეგრე, ბიჭებო!
ავთო
22 ივნისი 2023 17:58
0
მადლობა ღმერთ ამ ნაკრებში კვარაცხელოვი არ არის,უეჭველი წავაგებდით.
გოგა
22 ივნისი 2023 14:14
17
პირველ რიგში ვულოცავ ბიჭებს მაგარ თამაშსა და გამარჯვებას! ერთი ათასად! კვარამ და ჟორჟმა გზა გაუხსნეს სხვა ახალგაზდებს, რაც მისასალმებელი და მიღებული ამბავია. ჰოლანდიც (ინგლუსურად ჰაალანდი) ასევე მოიქცა და ლეაოც. ძალიან გამიხარდა წიტაიშვილის წარმატებაც, რადგან ეროვნულში რატომღაც არ ეძახიან.
გიორგი
22 ივნისი 2023 14:06
1
კვარას არ გამოსვლა ახალგაზრდულში სხვებს გაუხსნის გზას ევროპული ფეხბურთისკენ.. მასე რო ათამაშებდნენ ყენიას და დაარბენინებდნენ ყველა ასაკობრივ ნაკრებში მაგიტო მიიღო ტრამვა საშინელი და კარიერაც ჩაუკალით..
თავიდან მეც გავბრაზდი მარა ესე ჯობია მემგონი..
გუშინ კიდე პორტუგალია მართლა გვჯობდა და ამ შეტევებს ჩვენი ძირითადის მცველებიც ვერ შეაჩერებდნენ.. ბრავკ ახალგაზრდულის დაცვას
თემო
22 ივნისი 2023 13:59
0
შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს ,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ჩვენსა და პორტუგალიას შორის კლასში დიდი განსხვავებაა მიუხედავად გამარჯვებისა.ეს ის შემთხვევაა ათი ნასროლი სამქულიანიდან ერთს რომ ჩააგდებ კალათში.
ღმერთმა ჰქნას ბელგიასთანაც ასე მოგვეგოს.მაშინ აზრი შემეცვლება და შეცდომას ვაღიარებ.
ჯუჯი
22 ივნისი 2023 13:43
4
კიდევ კარგი ამ ბიჭებმა და სვანაძემ დროებით მაინც მოწმინდეს ნამუსი ქართულ ფეხბურთს,რომელსაც სხვათა- შორის უყურებდნენ და ეგონათ ჩვენი ფეხბურთი მხოლოდ კვარა იყო და სხვა არავინ და არაფერი არსებობდა. ხოდა რაში გამოგადგათ კვარას იტალიის ჩემპიონობა, სერია ა-ს და ჩ/ლიგის საუკვეთესო ახალბედა ფეხბურთელის სიმბოლური საუკვეთესო ფეხბურთელობა, ანდა რომელღაც გამოცემის ვითომდა ოქროს ბურთის ნომინანტის სტატუსი,როგორც მაჩანჩალა კვიპროსის ისე საშუალო დონის შოტლანდიის მცველებმა სივრცე არ დაუტოვეს და ტროლეიბუსივით მიაბეს პირით ხაზს. შედეგად, ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს დავიკავებთ ჯგუფში, მწრთნელს გავაგდებთ მადლობას და ევროებს გადავუხდით და ამაყად წავალთ მორიგ წრეზე. კიდევ... ვინ ვართ ნამდვილი გულშემატკივრები ისინი ვისაც გვჯეროდა და გვჯერას ქართული ფეხბურთის გენიალობით და მივედით გუშინ სტადიონზე თუ მათი, ე.წ. ცნობადების და ათასი რჯულის მედროვეების ვინც, კვარას საქომაგოდ ნეაპოლში წწურები და ქუჩებში ნაპოლის დროშების ფრიალი მოდათ აქცია. ახლა ეს ხალხია ან მათზე აყოლილნი,მოგონილი, უსუსური არგუმენტებით ცდილობენ გაამართლონ ხვიჩას .....არ ვიცი რბილად რა ვუწოდო..ამ.. გადაწყვეტილებას, როცა ავანსად გერგო ასეთი პატივი,რომ შენზეა დამოკიდებული რაღაც მოვლენის აფეთქება ერში შემდგომი წლებისთვის, ამ შემთხვევაში ფეხბურთში, რა უფლება გაქვს ასე მოიქცე- თითქმის ყველა ბავშვი ჩვენში ნაპოლის მაისურით რომ დადის შენს გამოო არაფერიააა.... ამ მუხტს სულის შებერვა რომ ჭირდება ვერ ხვდებიი.... თუ მართლა დაიჯერე უკვე სუპერვასკვლავი და ყველა დროის საუკვეთესო ქართულ ფეხბურთელი ხარ შედეგობრივი ან სხვა საფეხბურთო თვალსაზრისით დღეისათვის.სათადარიგოთა სკამზე მაინც რომ ყოფილიყავი.. რაა?... ერთი 5 წუთი გეთამაშა ხანდის ხან სიმბოლურად არ გეკადრებოდაა... ღმერთოო!! მტრების ჯინაზე, ფინალში გავიდეს ჩვენი ახალგაზრული და ახალი კუმირები მერე იქნება თუ იქნებაა...ასტანასაც მივაყოლებთ ჩ/ლიგაზე.....
SOSO
22 ივნისი 2023 13:20
6
ნახევარ სიმართლეს ამბობ. კვარას თავი დაანებე და სხვა ამბებში მართალი ხარ.
გიორგი
22 ივნისი 2023 13:42
2
უზომოდ მიხარია. მართლა დიდოსტატურად, აზრიანად წარმართა თამაში მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა. იმედი ჩამესახა, ხვალინდელ ნაკრებზე. გილოცავთ ყველას!
თენგაბი
22 ივნისი 2023 12:01
0
სად არიან ის კომპიუტერის ვირთხები და ლუზერები სვანაძეს რომ აგინებდნენ? რატომღაც მგონია,რომ ეს ხალხი ფეხბურთს საერთოდ არ უყურებს და 24 საათი აკაკუნებენ კლავიატურას და წერენ სისულელეებს. არ შემიძლია გულისტკივილით არ ავღნიშნო მაყურებელთა ნაკლებობა.ხვიჩა რომ ყოფილიყო ხომ გაავსებდნენ სტადიონს? მარტო ხვიჩაა ქართული ფეხბურთი.ის არც ხვიჩათი დაწყებულა და არ ხვიჩათი დამთავრდება როგორც მის ზოგიერთ კერპთაყვანისმცემელს ჰგონია.საოცრად ითამაშეს ბიჭებმა.მადლობა მათ და წარმატებები.პ.ს. ეროსის,კოტეს და ჯამლეტის სამშობლოში ასეთი უცოდინარი კომენტატორები სირცხვილია.რას ბოდიალობენ აზრზე არ არიან.
zaza
22 ივნისი 2023 11:28
0
თუ სააფთიაქო სიზუსტით გავზომავთ, ქულების განაწილება თითქმის სამართლიანია: პორტუგალიას 0,00, საქართველოს 2,99. 10-ბალიანი სისტემით ჩვენებს დაცვითი ფუნქციების შესრულებაში 9,77, შეტევებში 4,33. ეს უკანასკნელი შეფასება კი იმიტომ, რომ ვერცერთი სწრაფი შეტევა, რაც მეორე ნომრად თამაშის ტაქტიკის შესაბამისად მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო, ვერ წარმართეს ოდნავ მაინც ხეირიანად, არადა რამდენიმე მშვენიერი შანსი ჰქონდათ. პირველი გოლი არ იყო სწრაფი გუნდური შეტევის შედეგი, თანაც ცოტათი ჯარიმას ჰგავდა.
ელიასი
22 ივნისი 2023 11:06
2
იდეალური იქნება თუ 24ში ჩვენ ბელგიას მოვუგებთ,ხოლო პორტუგალია-ჰოლანდია ფრეს ითამაშებენ,ამ შემთხვევაში პირველ ადგილს ავტომატურად ვინაღდებთ და ბოლო ტურში ჰოლანდიასთან იმ ბიჭებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი,ვინც არ მოიაზრება ძირითადის წევრად,მაგრამ მაინც ძაან ნიჭიერია: ყალიჩავა(კუტალაძეზე არანაკლები მეკარეა),კაპანაძე,ჯინჯოლავა,სიგუა,ლომინაძე,მამაგეიშვილი,ხორხელი.მოკლედ იმედია ყველას მიეცემა რაღაც დროით თავის გამოჩენის საშუალება.კარგი იქნებოდა თუ ერთი ფორვარდი კიდევ გვეყოლებოდა,მაგრამ გულიაშვილსაც შეუძლია ცენტრფორვარდად თამაში,თუ სიტუაცია მოითხოვს ამას.
მეზღვაური
22 ივნისი 2023 11:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული