რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის 2:0 დამარცხების შემდეგ, პრეკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო 3 ქულა, არამედ რწმენის გაძლიერება. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვის ჩამოვიდა. საკუთარი მიზნები გვქონდა, ორკვირიანმა სავარჯიშო პროცესმა შედეგი მოიტანა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება.

გამარჯვებას გუნდურობითა და ერთიანობით მივაღწიეთ. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დავიწყეთ. ბევრი რამ პირველად მოხდა. ის ფეხბურთელები,
რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი შემოგვიერთდნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ. ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ჩვენ სამ მთავარ ფაქტორს ვეფუძნებით - რწმენა, გამოცდილება და ხარისხი.

მომდევნო მატჩში ძირითადი შემადგენლობის შერჩევა თავის ტკივილია, თუმცა ეს ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარცხენა ფლანგზე გაგვიჭირდა და ირაკლი აზაროვის შემოყვანა ამით გახდა განპირობებული. ბელგიელთა დღევანდელ თამაშს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის ისე მოვემზადებით".

გიორგი გაგუა: "სწორი ტატქიკური მიდგომითა და შეხვედრის კარგად დაგეგმვით შედეგს მივაღწიეთ. მადლობა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ეროვნული ნაკრებიდან ამ დილით შემოგვიერთდა.

გუნდურობამ და ერთ ოჯახად ყოფნამ დიდი როლი შეასრულა. ჩვენ დიდი ხანია, რაც ერთად მოვდივართ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან მეწყინა კვარაცხელიას ახალგაზრდულში არ ჩამოსვლა თუ დავითაშვილი გაგნიძე გოჩოლეიშვილი ჩამოვიდნენ მე 2 დღესვე და ითამაშეს კვარაცხელიას რა პრობლემა ქონდა ვერ ვხდები მართლა როცა ამ ბიჭებმაც არანაკლებ რთული სეზონი ჩაატარეს თავიანთ კლუბებში იგივე მამარდაშვილმა მთელი სეზონი ითამაშა ყველა მატჩი თან როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირია ქვეყნისთვის მიქაუტაძისგან იმდენად არ მეწყინა რამდენადაც კვარასგან იმიტომ რომ ახლა მიქაუტაძე მაინც საფრანგეთში დაიბადა გაიზარდა ამ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს არც იცნობს და ექნებოდა შეთამაშების და ადაპტაცის პრობლემა ამ 21 წლამდე ნაკრებში და კვარა რომელიც თამაშობდა ამ ნაკრებში ყველას იცნობს ყველანი მაგის ახლობლები და მეგობრები არიან და იმ ბიჭებიდან მოდის თვითონაც მართლა არ მესმის და მართლა ძაან დამწყდა გული რომ არ შეურთდა ნაკრების როცა სხვა ყველა შეურთდა ვისაც ეკუთვნოდა ასაკით თამაში არ ვგულისხმობ მიქაუტაძეს რადგან მიზეზები ზემოთ დავწერე ძაან საწყენია ჩეთვის და ვთვი რომ არასწორად მოიქცა.
36
ბრავო,რამაზ სვანაძე!ეს მატჩი,უმაღლესი ხარისხის ნამუშევარია!
სოსო
01:14 22-06-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული