რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის 2:0 დამარცხების შემდეგ, პრეკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო 3 ქულა, არამედ რწმენის გაძლიერება. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვის ჩამოვიდა. საკუთარი მიზნები გვქონდა, ორკვირიანმა სავარჯიშო პროცესმა შედეგი მოიტანა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება.

გამარჯვებას გუნდურობითა და ერთიანობით მივაღწიეთ. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დავიწყეთ. ბევრი რამ პირველად მოხდა. ის ფეხბურთელები,
რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი შემოგვიერთდნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ. ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ჩვენ სამ მთავარ ფაქტორს ვეფუძნებით - რწმენა, გამოცდილება და ხარისხი.

მომდევნო მატჩში ძირითადი შემადგენლობის შერჩევა თავის ტკივილია, თუმცა ეს ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარცხენა ფლანგზე გაგვიჭირდა და ირაკლი აზაროვის შემოყვანა ამით გახდა განპირობებული. ბელგიელთა დღევანდელ თამაშს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის ისე მოვემზადებით".

გიორგი გაგუა: "სწორი ტატქიკური მიდგომითა და შეხვედრის კარგად დაგეგმვით შედეგს მივაღწიეთ. მადლობა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ეროვნული ნაკრებიდან ამ დილით შემოგვიერთდა.

გუნდურობამ და ერთ ოჯახად ყოფნამ დიდი როლი შეასრულა. ჩვენ დიდი ხანია, რაც ერთად მოვდივართ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ბრავო,რამაზ სვანაძე!ეს მატჩი,უმაღლესი ხარისხის ნამუშევარია!
სოსო
22 ივნისი 2023 01:14
6
მადლობა მოგებისთვის, მაგრამ დისციპლინას მიაქციეთ ყურადღება. ხვადაგიანის ყვითელი შეიძლება მნიშვნელოვან მომენტში პრობლემა გახდეს. ასევე ეს უაზრო კოტრიალი და დროის გაყვანა უბრალოდ სირცხვილია. 10 კაცს 2:0 ს უგებ და თან დრო გაგყავს? კარგით რა ტყუილად რომ არ ეკოტრიალათ მსაჯი 6 წუთს არ დაამატებდა.
რამაზ სვანაძეს
22 ივნისი 2023 01:04
27
ამისულაშვილი დააბრუნეთ ნაკრებში.
ქოცი
22 ივნისი 2023 00:58
15
ყოჩაღ და კიდევ ყოჩაღ! არადა სულ ლანძღავდნენ ამ კაცს.
ლევანი
22 ივნისი 2023 00:00
3
ქართული შური.
ქართველი
22 ივნისი 2023 09:28
1
საოცრება მოახდინეს ბიჭებმა ამხელა გუნდი დაამარცხე . Ბრავო.
Რერო
21 ივნისი 2023 23:54
2
რა მაგარი მშრომელი ფეხბურთელია წიტაიშვილი და პოლონეთში არ ათამაშებენ. ეს ეხლა სამართალია?!
იმედია გიორგის თამადობით ბიჭები საუკეთესო კლუბებში გადავლენ. ევროპის ჩემპიონატი, სწორედ რომ ტალანტების აღმოჩენისთვისაა!
საზონოვით მარსელის ოლიმპიკია დაინტერესებული, კარგად ითამაშა აზაროვმა, მექვაბიშვილმა, მოისწრაფიშვილმა, გაგუამ, დავითაშვილი და გოჩოლეიშვილი დაისვენებენ და კიდევ უფრო კარგად ჩაერთვებიან თამაშში!
ყველა კარგი იყო, მაგრამ განსაკუთრებით წიტაიშვილი, აზაროვი და საზონოვი! ამ უკანასკნელის გამოჩენამ მარცხენა ფლანგზე მოწინააღმდეგის შეტევები საერთოდ გამოთიშა. ბრავო სვანაძე და სტაფი!
მამარდა რომ არ დაიღალა და დავითაშვილი, კვარას და მიქაუტაძეს რა დაემართათ ესაა საკვირველი? მე ერთი ვერსია მაქვს. მათ ეგონათ, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ U21-ის ჩემპიონატზე, მაგრამ მოულოდნელად კვარამ კლუიდან დირექტივა მიიღო, მიქაუტაძეს კიდევ გაუგებ კაცი, კლუბს იცვლის და ტრავმის შესაძლო რეციდივი მის ტრანსფერს გამორიცხავდა. ეს იქნება რეალური მიზეზი და არავინ დაიჯეროს, რომ ფეხბურთელებმა თქვეს უარი.
კვარაზე დამავიწყდა მეთქვა, გახსოვთ, კოკა კოლის ბოთლზე რატომ გამოსახეთო და ამბობენ 10 მილიონი კომპენსაცია გადაახდევინეს ჭყონიასო. აი ასეა, დიდი ალბათობით, კვარაზე ყველანაირი უფლება ნაპოლის გააჩნია!
ლაშა
21 ივნისი 2023 23:50
4
ადვილი შესაძლებელია
მშვენიერი და კეთილი, ღმერთმა გისმინოს!...
სოსოს
22 ივნისი 2023 11:38
0
სოსო-ს,
აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. არ უნდა ჩვენს ხალხს იმის გააზრება, რომ თუნდაც ამ ჩემპიონატზე, პირობითად მესამე ადგილზე გასვლაზე მნიშვნელოვანი ისაა, ჩვენს ახალგაზრდებს კარგ ევროპულ კლუბებში თუგაეხსნებათ გზა.
ეს კი ისევ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში ჩადებული სამომავლო ინვესტიცია იქნება.
ხვიჩას და მიქაუტაძეს კი ისედაც მთელი ევროპა იცნობს და იქ არიან.
,,მამარდაშვილი რომ არ დაიღალა, ხვიჩა და გიორგი რატომ დაიღალნენო", ვინც წერთ, შეგახსენებთ მაინც, რომ მამარდაშვილი მეკარეა და არა მინდვრის მოთამაშე.
კოლა
22 ივნისი 2023 08:49
1
ყველა გამოხმაურება
დაღლილები სახლში ზიან, ხოლო მათ, ვისაც ქვეყნისა და გულშემატკივარის პატივისცემა აქვს, ვერაფერი გააჩერებს
zviadi
21 ივნისი 2023 23:44
25
ნუ სპეკულიანტობთ რა პატრიოტიზმით , არ თქვა ეხლა ხვიჩაზე და მიქაუტაძეზე უფრო მიყვარს სამშობლოო, სწორი ქნეს რომ არ ითამაშეს, მინიმუმ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა შანსი თავის გამოჩენის მაგათი ართამაშით.
დათო
22 ივნისი 2023 04:12
3
უბრალოდ მადლობა, სვანაძეს და ბიჭებს! მომავალი ჩვენია ქართველებო, ვიამაყოთ ამ საოცარი ახალგაზრდებით!
ჯიჯი
21 ივნისი 2023 23:38
0
ყაზაიშვილი დააბრუნეთ ნაკრებში
ნაცი
21 ივნისი 2023 23:30
57

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული