რამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში პორტუგალიის 2:0 დამარცხების შემდეგ, პრეკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ ისაუბრეს.

რამაზ სვანაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო 3 ქულა, არამედ რწმენის გაძლიერება. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვის ჩამოვიდა. საკუთარი მიზნები გვქონდა, ორკვირიანმა სავარჯიშო პროცესმა შედეგი მოიტანა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება.

გამარჯვებას გუნდურობითა და ერთიანობით მივაღწიეთ. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტზე დავიწყეთ. ბევრი რამ პირველად მოხდა. ის ფეხბურთელები,
რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი შემოგვიერთდნენ, ბოლომდე დაიხარჯნენ. ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ჩვენ სამ მთავარ ფაქტორს ვეფუძნებით - რწმენა, გამოცდილება და ხარისხი.

მომდევნო მატჩში ძირითადი შემადგენლობის შერჩევა თავის ტკივილია, თუმცა ეს ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მარცხენა ფლანგზე გაგვიჭირდა და ირაკლი აზაროვის შემოყვანა ამით გახდა განპირობებული. ბელგიელთა დღევანდელ თამაშს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის ისე მოვემზადებით".

გიორგი გაგუა: "სწორი ტატქიკური მიდგომითა და შეხვედრის კარგად დაგეგმვით შედეგს მივაღწიეთ. მადლობა ყველას, მათ შორის მათაც, ვინც ეროვნული ნაკრებიდან ამ დილით შემოგვიერთდა.

გუნდურობამ და ერთ ოჯახად ყოფნამ დიდი როლი შეასრულა. ჩვენ დიდი ხანია, რაც ერთად მოვდივართ".

მკითხველის კომენტარები / 32 /
შედეგი უმთავრესია... ჩვენ გავიმარჯვეთ... დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, საღოლ!!! მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა სვანაძეს(დამარცხებული ინგლისიც მახსოვს), ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელია!!!
mamuka09ze
22 ივნისი 2023 09:47
3
დაღლილები სახლში ზიან, ხოლო მათ, ვისაც ქვეყნისა და გულშემატკივარის პატივისცემა აქვს, ვერაფერი გააჩერებს
zviadi
21 ივნისი 2023 23:44
25
ნუ სპეკულიანტობთ რა პატრიოტიზმით , არ თქვა ეხლა ხვიჩაზე და მიქაუტაძეზე უფრო მიყვარს სამშობლოო, სწორი ქნეს რომ არ ითამაშეს, მინიმუმ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა შანსი თავის გამოჩენის მაგათი ართამაშით.
დათო
22 ივნისი 2023 04:12
3
პირველი არხის ოპერატორები!!ხომ შეიძლება უფრო ესტეტიური და ლამაზი კადრები გადაიღოთ??!!უცხოელებიც უყურებენ ამ მატჩებს და სირცხვილია!!!იქნებ უცხოელი კოლეგებისგან გესწავლათ რამე?!
საბა
22 ივნისი 2023 15:32
0
მართლაც! ერთ ღიპიან კაცს არ ააცილეს კამერა ყველას სათითაოდ დასდევდნენ,სირცხვილია!!!!!
საბა-ს
22 ივნისი 2023 16:11
1
არიან ფეხბურთელები, რომლებმაც უფრო მეტი თამაში ჩაატარეს, კლუბშიც ევროტურნირებზეც პირველი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურებიც არიან, მაგრამ თავისი ქვეყნის ახალგაზრდულში თამაშიც არ უყოყმანიათ. მაგალითად სანდრო ტონალი და კიდევ ბევრია, ჩამოთვლას აღარ შევუდგები. შენს ქვეყანაში ტარდება თან ასეთი რა გადაიღალე, რო განაცხადში შეყვანაზეც უარს ამბობ?
შაკო
22 ივნისი 2023 11:39
16
და ჰალანდს რატო არავინ არ ახსენებს ? რატო არავის არ აქვს ჰალანდისადმი პრეტენზიები ? თუ კვარას ჰალანდზე ნაკლებად დატვირთული წელი ქონდა ?
(ჩემი აზრით კვარას უფრო დათვირთული ქონდა -
1) რუბინიდან მოყოლებული ბოლო 2 წელი არ გაჩერებულა
2) დებიუტი ქონდა წელს ტოპ5-ში, რაც უზარმაზარი სტრესია, თანაც როგორი დებიუტი და როგორი სტრესი მითუმეტეს ბოლო თამაშების გამო !
3) ბოლო 10+ თამაშია გოლები/პასები არ მიდის, თორემ თამაშით 90% ყველგან კარგად/ჯიგრულად ითამაშა

2 თუ 3 წელი ვოცნებობდი ლამის ეს ბიჭები ყველანი რომ ყოფილიყვნენ (ისევე როგორც კვარა), მაგრამ კვარასაც და მიქაუტაძესაც ისეთი სეზონები ქონდათ, ახალგაზრდულზე გამოსვლით უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიეყენებინათ საკუთარი კარიერისთვის ვიდრე სარგებელი მოეტანათ. (და მაგათი წარმატებული კარიერა ისევე ჩვენივე ეროვნული ნაკრებისთვისაა აუცილებელი).

ალბათ ერთი ტონალია ვინც სტაბილურად თამაშობდა მაღალ დონეზე, მაგრამ დანარჩენი ვინც უ21 ევროზეა ყველას ასე თუ ისე რაღაც აქვს დასამტკიცებელი. (მუდრიკი/დეკეტელაარი - ჩავარდნილი სეზონები).
კვარამ და მიქამ ისეთი სეზონები დადეს, პატარა ჩავარდნა 10მაგად ცუდად გამოჩნდებოდა მაგათი კარიერისთვის (მაგას დაუმატე ტრავმების რისკი + ფსიქოლოგიური გადაღლა + სხვა ბიჭებისთვის შანსის მიცემა (კვარა მიქასთან სხვები უბრალოდ დაიჩრდილებოდნენ . . .);

მოკლედ უამრავი მიზეზია რატო არ უნდა ყოფილიყვნენ და ასევე უამრავი მიზეზია რატო უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა პირველმა გადაწონა, რაც სავსებით ლოგიკურია
nk
22 ივნისი 2023 12:18
3
ყაზაიშვილი დააბრუნეთ ნაკრებში
ნაცი
21 ივნისი 2023 23:30
57
კობიაშვილის ბრალია ყველაფერი საძმაკაცოთი რომ გაავსო ფედერაცია.სვანაძე რა მწვრტნელია
მოაშორეთ ნაკრებეს. ,,ასე იტყოდა ნაცი.,,
aaa
22 ივნისი 2023 09:21
7
მარტალია კვარაცხელიას უნდა ეცადა თამაში აუცილებლად ალბათ არ იკადრა პატარებთან თამაში
გოჩა
22 ივნისი 2023 10:31
25
ამისულაშვილი დააბრუნეთ ნაკრებში.
ქოცი
22 ივნისი 2023 00:58
15
ძალიან ძლიერი მწვრთნელია და გაწონასწორებული პიროვნება მატჩისის შემდეგ ძალიან სწორი შეფასება გააკეთა.
და კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელები ნამდვილად გვყავს საქართველოშო
მადლობა ბიჭებს
ფეხბურეთი
22 ივნისი 2023 14:14
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული